ბოლო დროს, ქალაქში უცნაური განცხადებები გამოჩნდა, რომელიც ხველების ენის გარანტიით შესწავლას გვთავაზობდა. სოციალური სივრცე მოიცვა ხველინგვისტის ფეისბუკგვერდმაც, რომელიც აქტიურად აქვეყნებდა ხველების, როგორც მომავლის ენის შემსწავლელ ვიდეოკურსს, ძალიან მალე კი ხველინგისტი ენის პოპულარული მასწავლებელი გახდა. სოციალურ ქსელებში გააქტიურებული კომენტატორების საპასუხოდ, რამდენჯერმე გაისმა ხველება იმის შესახებ, რომ ეს მომავლის ენაა და ყველას ძალიან მალე დაგვჭირდება. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/501409706884523/videos/501832093508951/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
[fbvideo link=”https://www.facebook.com/501409706884523/videos/502104073481753/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
[fbvideo link=”https://www.facebook.com/501409706884523/videos/502831553409005/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
დღეს, ცნობილი გახდა, რომ ხველინგვისტი „თეგეტა მოტორსის” დიდი და ორიგინალური კამპანიის ნაწილია, რომელიც ძალიან აქტუალურ პრობლემას, ტოქსიკური გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს ეხება. კამპანიის თანახმად, ავტომობილების მიერ ჰაერის დაბინძურება სავალალო შედეგს გამოიღებს, ნორმალურად სუნთქვა თითქმის შეუძლებელი გახდება და ახლო მომავალში, ხველება ჩვენს სალაპარაკო ენას ჩაანაცვლებს. კამპანიაზე კრეატიულმა სააგენტომ, HOLMES&WATSON-მა იმუშავა. რაც მთავარია, „თეგეტა მოტორსის” სოციალური ინიციატივის ფარგლებში, კომპანია მძღოლებს გამონაბოლქვის ტოქსიკურობაზე ავტომობილების სრულიად უფასო შემოწმებას სთავაზობს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/TEGETAMOTORS/videos/10155690188454089/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
Credits:
Client: Tegeta Motors
Agency: HOLMES&WATSON
Director – Giga Baindurashvili
Producer – Nika Gugushvili
DOP – Guri Goliadze
Creative Director: Nikusha Antadze
Senior Art Director: Gio Kvlividze
Art Directors: Meri Giorgibiani, Sandro Pagli Bagashvili
Copywriters: Davit Babiashvili, Davit Kiladze, Zura Chachua
Account Team: Shota Ujmajuridze, Gio Lobjanidze, Levan Gomshiashvili
Production House: Film Asylum
Casting Director: Misha Apkhazava
Sound Design: Paata Godziashvili
Sound Designer On Set: Nikoloz Tsintsadze














