საფეხბურთო კლუბმა „რუბინმა“, სადაც ქართველი ხვიჩა კვარაცხელია ასპარეზობს, სახალისო საახალწლო ვიდეო გამოაქვეყნა. ტრადიციულ საახალწლო სიმღერას კლუბის მთავარი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკი ასრულებს, მთავარი მოქმედი გმირები კი ფეხბურთელები არიან. კლიპის სცენარის მიხედვით ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი სწორeდ ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ჩვენებური სიუჟეტის მიმდინარეობისას სხვადასხვა ევროპული კლუბის მაისურებით გვევლინება.
ვიდეო მალევე გახდა პოპულარული, სპორტული ექსპერტების აზრით, ხვიჩა „რუბინის“ მთავარი იმედი და ვარსკვლავია, კლუბს მისი ევროპულ გრანდში გაყიდვა ძალიან სურს, ეს ქვეტექსტი კლიპსაც გასდევს, ხვიჩა ტურინის „ივენტუსის“, დორტმუნის „ბორუსიისა“ და სხვა კლუბების მაისურებით სხვადასხვა ეპიზოდში ჩნდება.
19 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს, გერმანული ანალიტიკური ვებგვერდი კვარაცხელიას ღირებულას 7.5 მილიონ ევროდ აფასებს.
🇬🇪 Choose your Khvicha!
Which one of these moves would you prefer the most for the Georgian wonderkid? pic.twitter.com/vSMskkSBvY
— Russian Football News (@RusFootballNews) December 28, 2020