in

გლობალური რებრენდინგის ფარგლებში KIA-ს ქართული ბრენდიც განახლდა

ბრენდის ფილოსოფიის უკეთ გამოსახატად “კია” მომხმარებლების წინაშე ახალი სლოგანით წარდგა: “მოძრაობა, რომელიც შთაგაგონებს (Movement that Inspires).” ახალი ვიდეორგოლის მიხედვით, (რომელიც “კია საქართველომ” ქართულ ენაზე შემოგვთავაზა) „კია“ ინარჩუნებს კონცეფციას, რომელიც მუდმივ მოძრაობასა და განვითარებას გულისხმობს და, ამავდროულად, ბრენდი მომავლის ტექნოლოგიებზე იწყებს მუშაობას. გლობალური რებრენდინგის ფარგლებში, კორპორაციამ ბრენდის ლოგოსა და სლოგანის განახლებასთან ერთად, სახელწოდებაც გაამარტივა და „კია მოტორსის“ ნაცვლად, უბრალოდ „კია-თი“ განისაზღვრა. ოფიციალური ლოკალური რებრენდინგი კი, კია საქართველოს, 18 თებერვალს ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც, დაიგეგმა შოურუმის განახლება და მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი, ინოვაციური სტანდარტების დანერგვა. ასევე განახლდა კია საქართველოს ვებ-გვერდი, ლოგო, სლოგანი და ბრენდის ფილოსოფიაც.

BOG
BOG

კიას მთავარი დიზაინერი განმარტავს: “ახალი ლოგო გამოსახავს მომავლის პოტენციალს, ხოლო აღმასვლა, რომელსაც მის სილუეტში ვხედავთ, სწორედ ის აღმასვლაა, რომელიც გვსურს ჩვენთვის, ჩვენი ბრენდისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ჩვენი მომხმარებლებისთვის.”

კია საქართველოს გენერალური დირექტორი, გიორგი ამაშუკელი აცხადებს, რომ მოძრაობა ყოველთვის იყო კიას მთავარი იდეა, რადგან ის კაცობრიობის მუდმივი პროგრესის საწინდარია.

“კიას გუნდს გვჯერა, რომ მოძრაობა შთააგონებს იდეებს. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს შევუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მათ შთაგონებასა და იდეების რეალიზაციაში დაეხმარება. განახლებულ ლოგო და სლოგანთან ერთად, მომხმარებელი სხვადასხვა ინოვაციური მოდელების პრეზენტაციებს იხილავს.ასევე, გლობალური რებრენდინგის ფარგლებში, იგეგმება შოურუმის განახლებაც.“

„გარდა ამისა,უნდა აღინიშნოს, სწორედ მოძრაობა იყო იმის საწინდარი, რომ 2020 წლის მსოფლიო საავტომობილო კონკურსებზე კიას ავტომობილები წლის საუკეთესო ავტომობილად იქნა აღიარებული როგორც დიზაინის, ხარისხისა და ტექნოლოგიების, ასევე სამომხმარებლო გამოცდილების მიხედვით.”

ავტომობილების კორეულმა მწარმოებელმა დააანონსა, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვის ფარგლებში 2027 წლისთვის 7 ახალ ელექტრომობილს გამოუშვებს. ახალ ელექტრომობილებს შორის იქნება სხვადასხვა სეგმენტის ავტომობილები, განსხვავებული გემოვნების მომხმარებლებისთვის.

„ყველაზე რთულ დროს უნდა მოიკრიბო ძალა, რომ რაღაც შეცვალო. თუ არა – უკან წახვალ. ჩვენ წინსვლა ავირჩიეთ“

სვანეთიდან პირდაპირ პარიზის მოდის კვირეულზე – SITUATIONIST-ის ჩვენება დათოვლილი კოშკებიდან