in

Apple-ის მანქანას Kia შექმნის!

მას სავარაუდოდ 2024 წლისთვის ვიხილავთ

veon
veon

ჭორები განუწყვეტლივ ვრცელდება იმის შესახებ, რომ Apple Hyundai-ში 3.6 მიალიარდიან ინვესტიციას განახორციელებს და მისი შვილობილი კომპანია Kia “ეფლის” მანქანას შექმნის. რაც, “Project Titan”-ის დებიუტს გულისხმობს. მას, ალბათ, 2024 წლისთვის ვიხილავთ, თუმცა რადგანაც თვითმართვადი მანქანების სფეროში Apple-ის პროგრესის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, შესაძლებელია, ლოდინი უფრო დიდხანხ მოგვიწიოს.

თავის მხრივ, Hyundai მუშაობდა E-GMP ელექტროძრავის პლატფორმაზე, რომელიც კომპანიის თქმით, 2025 წლისთვის 23 ახალ ელექტრო მანქანას შემოგვთავაზებს. ამ ეტაპისთვის კი უცნობია, Apple თავისი მანქანისთვის გამოიყენებს თუ არა აღნიშნულ პლატფორმას.

როგორც Hyundai ამტკიცებს, E-GMP-ზე დაფუძნებულ მანქანა ყოველდღიური მართვის პირობებში 310 მილი დიაპაზონის დაფარვას შეძლებს და ასევე, სწრაფად დატენვის ტექნიკას გამოიყენებს, რომელიც 18 წუთში მისი სპექტრის 80% აღადგენს.

რას დააზღვევთ „ალდაგში“ 5 ლარად?

ნახეთ: NBBJ Amazon HQ2-ისთვის სპირალური მინის კოშკის ფორმის შენობას ქმნის