in

სალომე ჯანაშვილმა, Kia ევროპის კრეატიული იდეების კონკურსში, 43 ქვეყანას შორის გაიმარჯვა

Kia-ს კრეატიული იდეების კონკურსი დასრულდა, სადაც ბრენდის ევროპული წარმომადგენლობები მონაწილეობდნენ და ჟიურიმ, 3 სხვადასხვა კატეგორიაში, სამი გამარჯვებული გამოავლინა – საქართველო, ესპანეთი, ირლანდია. 

bog
bog-mob

„კიას“ კრეატიული იდეების კონკურსში, საქართველოს სახელით, „კია საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჯანაშვილი მონაწილეობდა. მისმა იდეამ „კიასა“ და მუსიკალური კულტურის ერთმანეთთან კრეატიულად დაკავშირების შესახებ, პირველი ადგილი აიღო, კატეგორიაში – „ყველაზე სიცოცხლისუნარიანი“.

სალომე ამბობს, რომ Kia-ს შემოქმედებითი იდეების კონკურსი სტანდარტებს მიღმა აზროვნების საშუალებას იძლევა:

„კონკურსში მონაწილეების დავალება იყო, ისეთი პროექტი შეგვექმნა, რომელიც მუსიკალური კულტურისა და Kia-ს ჰარმონიზაციას შეძლებდა. იდეის სახით, ბრენდის გუნდებს მუსიკალური „თიმ-ბილდინგი“ შევთავაზე, ჯგუფის წევრების მიერ წინასწარ შერჩეული შთამაგონებელი მუსიკით. კონკურსის ჟიურის წევრები Kia-ს ფრანკფურტის სათავო ოფისის ბრენდის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლები იყვნენ. ჟიურის შემადგენლობა, ბრენდის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კონკურსის დროს, მუდმივად იცვლება. მიხარია, რომ შემდეგ კრეატიულ „ჩელენჯებზე“, შესაძლებელია, უკვე ჟიურის სახით წარვსდგე“. 

სალომე ჯანაშვილი

„კიას“ კრეატიული იდეების საერთაშორისო კონკურსს საფუძველი წელს ჩაეყარა და როგორც კომპანიაში ამბობენ, ღონისძიება ყოველწლიურად ჩატარდება.

კონკურსანტებისთვის მიცემული ბრიფი ასეთი იყო:

„რა როლი შეიძლება შეასრულოს Kia-მ მუსიკალურ კულტურაში? [თავად] „მუსიკა, 1930-იანი წლებიდან, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავტოინდუსტრიის კრეატიულ თუ კულტურულ ისტორიაში. ჩვენ, როგორც ბრენდს, რომელიც მუდმივად ისწრაფვის, უპასუხოს მომხმარებელთა საჭიროებებს, შეგვიძლია თუ არა გამოვიყენოთ მუსიკა, როგორც ადამიანების შთაგონების და მათთან ახალი გზებით დაკავშირების საშუალებად?“

 

[R]

Facebook-მა Messenger-ში ახალი გაფართოებული რეალობის გამოცდილება დანერგა!

Blue Origin კომერციული კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს!