in

KIA-ს დამაბნეველი ლოგო მზარდი ტენდენციის ნაწილია

რატომ ერჩიან ბრენდები ასო “A”-ში ჰორიზონტალურ ხაზს?

ალბათ, გახსოვთ, KIA-ს დამაბნეველ ლოგოზე რომ მოგიყევით. ბოლოდროინდელმა ცნობამ, რომ კომპანიის ახალი ლოგო თვეში 30 000 ადამიანს უბიძგებს”KN car”-ის დაგუგლვისკენ, დიზაინის სამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამას ასოების მეტად გამოკვეთის ინიციატივაც მოჰყვა, რაც ზედმეტად გადაჭარბებული რეაქციაა — სხვა სიტყვებით, ეს FedEx-ის ლოგოში დამალული ისრის ხაზგასმის სურვილს ჰგავს.

მაგრამ ჩნდება კითხვა, მაინც რას ერჩიან ბრენდები ასო A-ში ჰორიზონტალურ ხაზს? ეს მხოლოდ KIA-ს არ ეხება, არამედ საუბარია ისეთ კომპანიებზეც, როგორებიცაა Samsung, Almay, Axios, Konica Minolta, Stellantis, BBVA, Dacia, Strava, Australian Open, Montblanc და მრავალი სხვა.

როგორც ჩანს, “A” ჰორიზონტალური ხაზის გარეშე პირველად 60-იან წლებში გამოჩნდა. 1964 წელს დამწყებმა დიზაინერმა ბარტ კროსბიმ თავის პირველ დიდ პროექტზე იმუშავა, Arvin Industries-ის ახალი კორპორატიული იდენტობისთვის — სწორედ აქ გამოჩნდა ისეთი A, რომელიც ამობრუნებულ V-ს ჰგავს. „ვფიქრობდი, რომ ეს მკვეთრად აღსაქმელი იქნებოდა კლიენტისთვის, მაგრამ გარდა ამ აღქმისა, დამკვეთებს ძალიან მოეწონათ მსგავსი ვიზუალი“.

უკვე 1970-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ლოგოების მხოლოდ 1%-ში არ ჰქონდა A-ს ჰორიზონტალური ხაზი. 2000 წელს ეს მაჩვენებელი 2%-ს შეადგენდა, 2022 წლისთვის კი ის 9%-მდე გაიზარდა. როგორც ჩანს, ის ფუტურისტულად მაღალ ტექნოლოგიებს შთაბეჭდილების მოხდენაში ეხმარება. და, რა თქმა უნდა, ტენდენციის აქტუალურობაში NASA-ს 1974 წლის ლოგომაც დიდი როლი ითამაშა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ აირჩია დისნეიმ უხაზო A ვარსკვლავური ომების ბოლო სერიისთვისაც — ეს არის ერთგვარად ეგზოტიკური და უცნობი ხიბლი.

აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვებიც არსებობდეს. ასეთი A-ს ზედმეტი გამოყენება პაროდიულ ხასიათს შეიძენს — მაგალითად, Worldwide Pants-ის ლოგო, რომელშიც უხაზო A შარვლის იმიტაციად გვევლინება. ახლა კი, როცა მან ისეთი ორგანიზაციების ლოგოებშიც დაიწყო გამოჩენა, რომლებიც აშკარად არ არის ფუტურისტული, ერთგვარი ინოვაციური აურა იკარგება.

ამავდროულად, ლოგოების ახალ სერიაში, როგორიცაა Tesla და Chevrolet, E-ს მარცხენა ფუძე ჩამოშორებული აქვს და მხოლოდ სამი პარალელური ხაზი რჩება.

Როგორ შეიძლება ჰაერის დაბინძურების კონტროლი

შეხვდი ახალ წელს შენებურად, ოღონდ, ერთი პირობით!