in

Kia მეტი სიკეთის კეთებაში დაგეხმარებათ

თქვენთვის სასურველი სამყარო თავადვე უნდა შექმნათ. ხოლო, როცა თქვენს ხელთ Kia Sportage Hybrid-ია, უფრო მეტის გაკეთებაც კი შეგიძლიათ. ამის საჩვენებლად კი David&Golaith-მა Downpour-ის 30-წამიანი ვიდეო გამოუშვა კამპანიის გააკეთე მეტი სიკეთე ფარგლებში.

ადამიანებს მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ აფრთხილებენ… წყვილი კი გადაწყვეტს Kia Sportage Hybrid-ის ტურბო სიმძლავრის დახმარებით ქუჩებში ქურთუკებისა და საწვიმრების განთავსებას. დიახ, უფასო იქნება მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ხოლო იმისათვის, რომ ყველას დაეხმარონ, სწრაფად გადაადგილდებიან ქუჩებში, გადიან აღმართებსა და დაღმართებს, მანქანისთვის კი დაბრკოლებას არცერთი წარმოადგენს. მსგავსად, Kia Sportage Hybrid-ის შესაძლებლობებზე ყურადღებას ირიბადაც კი ამახვილებენ. 

საინტერესოა ისიც, რომ კამპანიაზე One Warm Coat-თან პარტნიორობით იმუშავეს. ეს უკანასკნელი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელმაც 7.3 მილიონზე მეტი ქურთუკი მიაწოდა იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებოდათ. 

Downpour-ში ასახული წამოწყება კი ნამდვილად წარმატებული გამოდგა, რადგან ბოლოს ვხედავთ, რომ კაცი წვიმისგან დასაცავად სწორედ ამ ქურთუკს იცვამს… 

ჩვენ აღფრთოვანებული ვიყავით ალექს ფეილთან, კრიტიკოსების მიერ აღიარებულ რეჟისორთან, მუშაობით. იგი ადამიანთა ემოციებს საოცარი გზებით ასახავს. Downpour გვაჩვენებს, როგორ შეიძლება გაძლიერდეს თქვენი შინაგანი ძალა ცხენის ძალით, როცა Sportage Hybrid-ის საჭესთან ხართ. ვამაყობთ, რომ ვატარებთ კამპანიას, რომელიც ადამიანებს მეტი სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებს, — ამბობს ტიფანი სმიტი, D&G-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი. 

დიახ, ეს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიადაც ითვლება. თავად რეჟისორი ალექს ფეილი კი აცხადებს: ამბებზე მუშაობა ყოველთვის ტრიუმფით მთავრდება. სიეტლის წვიმიან დღეს ჩვენ მისიისა და მიზნის მომენტი ავსახეთ, რომელიც გეუბნებათ, რა შეიძლება გაკეთდეს, როცა თქვენს გარემოსა და რესურსებს ახალი პერსპექტივიდან შეხედავთ. მე კი პატივი მაქვს, დავეხმარო Kia-ს ამ შთაგონების გაცოცხლებაში მათთვის, ვისაც საზოგადოებაში ცვლილებების შეტანა სურს.

ASBIS და UNITED24 უკრაინისთვის ფონდების მოზიდვას იწყებენ — Bang & Olufsen Beosound 2 დინამიკების შეზღუდული გამოცემა

რა უნდა შევამოწმოთ ავტომობილში შორ გზაზე წასვლამდე?