in

საქართველოში Kia-ს მოდელები უკვე ახალი ლოგოთი იყიდება!

„კია საქართველოს“ შოურუმში, სამოდელო რიგი უკვე ბრენდის განახლებული ლოგოთია წარმოდგენილი. მათ შორის არის ახალი Kia Sorento, რომელიც წლის საუკეთესო ყველგანმავლად დასახელდა და მფლობელს ყველასგან გამორჩეულ ვიზუალს, პრემიუმ კლასის კომფორტს, ფუნქციებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს სთავაზობს. ასევე Kia Seltos, რომელიც კლასში დიზაინითა და კომფორტითაა განთქმული და ამერიკის ბაზარზე მომხმარებელთა კმაყოფილების ლიდერია. მალე კი ქართველი მომხმარებლისთვის სრულად ახალი Kia Sportage იქნება ხელმისაწვდომი.

bog
bog-mob

შეგახსენებთ, რომ Kia-მ რებრენდინგი რამდენიმე თვის წინ განახორციელა – შეიცვალა ბრენდის ფილოსოფია და მიზანი. იდეურ მახასიათებლებთან ერთად, ბუნებრივია, განახლდა ლოგო და სლოგანიც. „მოძრაობა, რომელიც შთაგაგონებს“ – ამ გზავნილით „კია“ ამბობს, რომ მისთვის მთავარია მოძრაობა და აღმასვლა. უკვე განახლებული ბრენდი მაღალი ტექნოლოგიებისკენ ისწრაფვის და ყველაფერს აკეთებს, რომ მომხმარებელს, რაც შეიძლება მეტი კომფორტი და ინოვაცია შესთავაზოს

სლოგანი – „მოძრაობა, რომელიც შთაგაგონებს“ – იდეალურად გამოხატავს Kia-ს ფილოსოფიას. ახალი ლოგოს სილუეტში გამოსახული აღმასვლა არის ის, რაც გვსურს ჩვენთვის, ჩვენი ბრენდისთვის, პირველ რიგში კი – ჩვენი მომხმარებლებისთვის“, – ამბობენ „კია საქართველოში“.

რებრენდინგის შესაბამისი, სპეციალური „გაიდლაინებით“ შენდება ახალი შოურუმიც, რომელიც ქართველ მომხმარებლებს, სულ მალე, ინოვაციურ და კომფორტულ გარემოში უმასპინძლებს.

[R]

მეცნიერები, გეოინჟინერიის გამოყენებით, დედამიწის გაგრილებას გეგმავენ

როგორია, როცა თავში უამრავი კითხვა გიტრიალებს? – Wondrium-ის რეკლამა