in

რატომ უნდა ატაროთ ათი ზომით დიდი ფეხსაცმელი?! – KIA–ს სახალისო რეკლამა

NBA–ს 2016 წლის თამაშების სპონსორმა KIA–მ სახალისო რეკლამა შექმნა. კალათბურთის გულშემატკივრების ფანატური დამოკიდებულება ზოგჯერ საზღვრებს ცდება. თუ ეჭვი გეპარებათ, ამ ახალგაზრდას მაგალითი შეგაცვლევინებთ აზრს: ათი ზომით დიდი სპორტული ფეხსაცმლის ტარება ნამდვილად ვერ გადაგაქცევთ ლეგენდარულ კალათბურთელად, არც KIA–ს ფლობა მოგანიჭებთ NBA–ს ოფიციალურ სპონსორობას. სამაგიეროდ, სრული სიამაყით შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ განსაკუთრებული ხართ და დანარჩენი გულშემატკივრებისგან გამოირჩევით. 

BOG

რა თქმა უნდა, ეს რეკლამა 2017 წლის KIA Optima–ს პოპულარიზაციისთვის შეიქმნა. საავტომობილო ბრენდები ცდილობენ, რომ  მომავალი წლის მოდელები უკვე დღეს მოგეწონოთ და მათ შეძენაზე დაიწყოთ ფიქრი.

 

https://www.youtube.com/watch?v=UJhpgIbnD3U

რეკლამაზე სააგენტო David&Goliath–მა იმუშავა.

როგორ მოვიზიდოთ სისხლის დონორები? – Lady Leshurr–ის რეპი

როგორ გავუშვათ სასურველი მუსიკა დიდ ფესტივალზე?! Heineken–ის სიურპრიზი მომხმარებელს