Kia-მ გადაწყვიტა, რომ ბრენდის სტრატეგიისა და კორპორაციული მისიის გადააზრების დრო მოვიდა. სულ ცოტა ხნის წინ, ავტომწარმოებელმა განახლებული ლოგო მასშტაბური ფეიერვერკების ფონზე წარადგინა. რებრენდინგმა კორპორაციის სახელიდან გააქრო “Motors”, რაც მიგვანიშნებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ბრენდი მწარმოებლური ბიზნესმოდელიდან ახალი და საინტერესო მობილური პროედუქტების შექმნისკენ გადაინაცვლებს. კომპანიას სურს შექმნას მდგრადი მობილური გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის.
“ლოგო ორი საბაზო პრინციპის მიხედვით შევქმენით. პირველი არის სიმეტრია და ის განასახიერებს სტაბილურობასა და თავდაჯერებას, რითაც გავყურებთ მომავალს. მეორე პრინციპია სიმბოლო, ასო K-სა და A-ზე, რაც აღნიშნავს ზრდის იმ მაჩვენებელს, რისი მიღწევაც გვინდა ბრენდის საშუალებით და რასაც ვთავაზობთ მომხმარებლებს, ბრენდის გამოცდილების სახით,” – კარიმ ჰაბიბი, Kia-ს გლობალური დიზაინის ხელმძღვანელი.
“Kia-ს ახალი ლოგო კომპანიის ცვლილებებისა და ინოვაციებისაკენ სწრაფვას ასახავს. ახლა, როდესაც ავტოწარმოება სწრაფი ტრანსფორმაციის გზას გადის და Kia აქტიურად ადაპტირდება ამ ცვლილებებთან. ახალი ლოგოტიპი ასახავს ჩვენს სწრაფვას შთავაგონოთ ჩვენი კლიენტები, მათი მოთხოვნების შესაბამისად და გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რასაც სწრაფად ცვალებად ინდუსტრიაში ვაწყდებით,” – ამბობს Kia-ს პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი ჰო სანგ სონგი.
განახლებულ ლოგოს ახლავს სლოგანიც. დიდი ხნის განმავლობაში, Kia-ს მთავარი გზავნილი იყო “გაოცების ძალა” (Power to Surprise). ახლა კი, სლოგანით “შთამაგონებელი მოძრაობა” (Movement that Inspires) მომავალზე ორიენტირებულ ბრენდზე გვესაუბრება:
“გვსურს კომპანიიდან, რომელშიც ადამიანები მუშაობენ, ვიქცეთ კორპორაციად, რომელში მუშაობაც შთააგონებს ადამიანებს. მომხმარებლები არ აიგივებენ საკუთარ თავს ბრენდთან, მხოლოდ პროდუტის გამო. შეძენისას, მათთვის მნიშვნელოვანია ავტომობილის შესყიდვისა და შემდგომ, მისი ფლობის გამოცდილება. ჩვენთვის, სწორედ ეს ორი ელემენტია კრიტიკულად მნიშვნელოვანი,” – ამბობს არტურ მარტინგი, Kia-ს გლობალური ბრენდისა და მომხმარებლის გამოცდილების ხელმძღვანელი.