in ,

KIA Sportage-ს ახალ მოდელში ტელეფონის უსადენოდ დამუხტვაც შეიძლება

მობილური ტელეფონი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სმარტფონები არსებობს. მათ ხომ უამრავი გასართობი და საჭირო ფუნქცია აქვთ. შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ვიყენებთ. თუმცა, ხშირად დგება ის არასასიამოვნო მომენტი, როდესაც ჩვენი ტელეფონი სასიცოცხლო ენერგიას კარგავს, ელემენტის დასამუხტად საჭირო წყარო კი ჩვენგან შორს არის.

ამ საყოველთაო პრობლემის გადასაჭრელად ახალმა KIA Sportage-მ ძალიან მარტივი და საინტერესო გზა მოძებნა. მისი ახალი ავტომობილის სალონში მჯდომ ადამიანს მობილური ტელეფონის უსადენოდ დამუხტვა შეუძლია.

 

 

KIA Sportage-მ ახალი მოდელით მგზავრობისას ამ ახალი შესაძლებლობის გამოყენების შესახებ, სმარტფონის მფლობელებს პოპულარული თურქული აპლიკაციის საშუალებით გააგებინა. მაშინ, როდესაც ადამიანები ტელეფონს დასამუხტად დენის წყაროში აერთებდნენ, სპეციალური აპლიკაცია  ატყობინებდა, რომ სადენების დრო დიდი ხანია დასრულდა. ამ გზით, 24 საათის განმავლობაში 5000-მა ადამიანმა გაიგო KIA Sportage-ის სიახლის შესახებ. ინფორმაციის გავრცელებაში თურქულმა სარეკლამო სააგენტო Ram Istanbul-მა მიიღო მონაწილეობა.

ასე რომ, თუ თქვენ KIA Sportage-ის ახალ მოდელში ზიხართ, შეგიძლიათ დასამუხტი სადენი სახლში მშვიად დატოვოთ.

ხალიჩების მწარმოებელი კომპანია, რომელიც გარემოს დაცვაზე უკვე 20 წელია ზრუნავს

ბათუმში ახალი ყველაზე მასშტაბური ღამის კლუბი GATE იხსნება