ზოგჯერ ისე ძალიან გვინდა იქ ვიყოთ, სადაც არ ვართ ან ის ადამიანი გვყავდეს გვერდით, ვინც ჩვენგან შორსაა, ალბათ ტელეპორტაციის არსებობასაც კი ვუშვებთ. კი ამბობენ, ბედნიერი მომენტები მხოლოდ მაშინაა ღირებული, როცა მათი გაზიარება შეგვიძლიაო და ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვართ. Kia-ს უახლესი ვიდეორგოლის ამოსავალ წერტილადაც სწორედ ამ იდეების „კონა“ იქცა — ერთი მხრივ, სადღაც და ვიღაცასთან ყოფნის სურვილი; მეორე მხრივ კი, გაზიარების მნიშვნელობა.
„ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, მთავარია, როგორ გამოვიყენებთ მას“.