21
Mar
2019

KIAF-მა კიდევ რამდენიმე კატეგორიის ჟიურის წევრები გამოავლინა

21 Mar 2019

კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალმა KIAF გამოაქვეყნა შემდეგი კატეგორიის ჟიურის წევრების სია: Digital & Mobile, Media, Branded Content & Storytelling. ჟიურის წევრებს შორის არიან წარმომადგენლები ევროპიდან, აზიიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. ჟიურის გუნდს ესპანეთის სააგენტო McCann-ის კრეატივის დირექტორი მიგელ მებფიკა უხელმძღვანელებს. ფესტივალზე ნამუშევრებს Redberry-ს გუნდის წევრი რეზო შელიაც შეაფასებს. ასევე, ჟიურის წევრებს შორის არიან:

აილვარდ ბრუნა – კრეატივის ასოცირებული დირექტორი EnergyBBDO, USA

ალან ჯარვი – დამფუძნებელი, LONDON Advertising, დიდი ბრიტანეთი

სტეს ვაგნერი – კრეატივის აღმასრულებელი დირექტორი, Ogilvy Berlin, გერმანია

პიფა ჩო – კრეატივის აღმასრულებელი დირექტორი, Cheil Worldwide, სამხრეთ კორეა

ანატოლი დავიდოვი – კრეატივის დირექტორი, Leo Burnett, უკრაინა

რეზო შელია – კრეატივის დირექტორი, Redberry, საქართველო

მარტონ ჯედლიშკა – კრეატივის აღმასრულებელი დირექტორი, Wavemaker, უნგრეთი

ვლადიმირ კობეტსი – კრეატივის დირექტორი, Digital Choo, უკრაინა

Digital & Mobile-ის ჟიური ციფრულ პროექტებს შეაფასებს, მათ შორის ვებგვერდებს, მიკროსაიტებს, ბანერებსა, ინტერაქტიულ მიდგომებს, თამაშებს, შესრულებას და ა.შ. Media კონკურსში საუკეთესო სატელევიზიო, რადიო, ბეჭდური, გარე რეკლამები,  ღონისძიებები და პრომოციის სხვა მიმართულებები შეფასდება. კატეგორიაში Branded Content & Visual Storytelling ჟიური მაუწყებლობის მიდგომებს შეაფასებს.

KIAF-ზე განაცხადების შეტანის მეორე ეტაპი 5 აპრილს სრულდება. KIAF წელს მეოცედ ტარდება, ქალაქ ოდესაში. ფესტივალი 29 მაისიდან 1 ივნისამდე გაიმართება.

განხილვა