3
Jun
2019

როგორ აისახა KIAF-ის 20 ჯილდო ACAG-ის წევრი სააგენტოების ქულებზე

3 Jun 2019

29 მაისიდან 1 ივნისამდე, კიევში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი KIAF მიმდინარეობდა, სადაც საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG-ის წევრმა სააგენტოებმა: Redberry, Watergunz, ABK, Leavingstone, WINDFOR’S, SAATCHI&SAATCHI TBILISI, KRAKEN სხვადასხვა კატეგორიიდან, ჯამში, 19 ჯილდო დაიმსახურეს.
Redberry-ს აისი – Icy-სთვის შესრულებულმაკამპანიამ Georgian Rugby-ის 10 000-ზე მეტი გულშემატკივრის ნამღერი ჰიმნისთვის, 5 ჯილდო დაიმსახურა და შესაბამისად, ACAG-ის რეიტინგში 60 ქულით დაწინაურდა.

კატეგორიები:
INNOVATION IN RADIO & AUDIO – ოქრო;
PRODUCTS – ოქრო;
RADIO & AUDIO CRAFT: USE OF MUSIC – ბრინჯაო;
ALCOHOLIC DRINKS | ADVERTISING CAMPAIGNS – ბრინჯაო;
INTEGRATED ADVERTISING CAMPAIGNS – ბრინჯაო.

„რედბერის“ Watergunz-იც არ ჩამორჩა და ნამუშევრისთვის The sound of indifference KIAF-ის 4 ჯილდო და ACAG-ის 60 ქულა მოიპოვა:

კატეგორიები:
Production Design and Art direction -ოქრო;
Social advertising and charity – ვერცხლი;
SOCIAL & CHARITY | DIGITAL&MOBILE – ვერცხლი;
SOCIAL & CHARITY | ADVERTISING CAMPAIGNS – ვერცხლი.

რაც შეეხება ABK-ს 1 ოქრო, 1 ვერცხლი, და 2 ბრინჯაოა, სილქნეტისთვის შექმნილი ვიდეორგოლისთვის და მის ანგარიშზე 4 ჯილდო და შესაბამისად, „აცაგის“ 48 ქულაა.

კატეგორიები:
CINEMATOGRAPHY – ოქრო;
PRODUCTION DESIGN / ART DIRECTION – ვერცხლი;

SELF PROMO OF ADVERTISING AGENCIES AND MEDIA – ბრინჯაო
DIRECTION – ბრინჯაო.

Leavingstone-ის ანგარიშზე 1 ბრინჯაოს ჯილდო და „აცაგის“ 36 ქულაა ნამუშევრისთვის – Working Dead – დამკვეთი Fox/MagtiTV – კატეგორიაში: SINGLE CHANNEL CAMPAIGNS.

WINDFOR’S, ამჯერად, 3 ბრინჯაოს დასჯერდა ნამუშევრისთვის Emotions are Georgia და ACAG-ის რეიტინგში 32 ქულით მოხვდა:
კატეგორიებში:
TRAVEL, LEISURE, ENTERTAINMENT, HORECA;
USER GENERATED CONTENT IN VISUAL STORYTELLING;
USE OF DATA.

SAATCHI&SAATCHI TBILISI-მ კამპანიისთვის New Fruit – CSR 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო და „აცაგის“ 20 ქულა დაიმსახურა:

კატეგორია
RINT & PUBLISHING CRAFT: ART DIRECTION – ვერცხლი;
CORPORATE SOCIAL RESPONSIBILITY (CSR) / CORPORATE IMAGE – ბრინჯაო მოიპოვა.

ACAG-ის რეიტინგში 12 ქულით დაფიქსირდა.

რაც შეეხება KRAKEN -ს, კამპანიისთვის „10 წელი აგვისტოს ომიდან“, SINGLE CHANNEL CAMPAIGNS-ის კატეგორიაში ბრინჯაო და „აცაგის“ 12 ქულა დაიმსახურა.

განხილვა