in ,

KIA-მ ავტომობილის ყველაზე გამოცდილი ექსპერტებიც კი გააკვირვა

ვინ შეიძლება ერკვეოდეს ძვირადღირებულ ავტომობილებში იმაზე უკეთ, ვიდრე ასევე ძვირადღირებული სასტუმროების კამერდინერები, რომლებიც მომხმარებლების ძვირადღირებული ავტომობილებისთვის პარკირების სერვისს უზრუნველყოფენ? ეს ადამიანები უკვე იმდენად კარგად იცნობენ ავტომობილებს, რომ თვალდახუჭულებსაც კი შუძლიათ მათი ამოცნობა სალონით, საჭის ფორმით, სავარძლის მატერიით, თუ სხვა მცირე დეტალით. სწორედ, ამის გამო, ეს ადამიანები იდეალური კანდიდატები აღმოჩნდნენ KIA-ს უჩვეულო ექსპერიმენტისთვის, რომელიც ბრენდმა ახალი Cadenza–სთვის მოიფიქრა. კომპანიამ შეარჩია 5 კამერდინერი, რომლებმაც თვალებახვეულმა შეძლეს რამდენიმე ავტომობილის ამოცნობა, ხოლო, როდესაც ჯერი Cadenza–ზე მიდგა, მიახლოებითაც კი ვერ შეძლეს მისი რომელიმე ბრენდთან დაკავშირება.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=229&v=GfzbPp60cpI

გარდა საოცრად დახვეწილი, თანამედროვე დიზაინისა KIA–ს ახალი ავტომობილი გამოირჩევა სხვა ბევრი სასარგებლო ფუნქციითაც, როგორიც მაგალითად ავტომატური მუხრუჭია, რაიმე მოულოდნელი დაბრკოლების დროს.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=32&v=_sh3SzZp4iI

https://www.youtube.com/watch?time_continue=27&v=5ejH-vIFyWI

ტაქსით მგზავრობა უცხო ადამიანებთან ერთად და ბევრი თავგადასავალი – Uber–ის სიახლე მომხმარებელს

Coca-Cola 4 სხვადასხვა სიტუაციაში – ბრენდის არაჩვეულებრივი ვიდეორგოლები საგაზაფხულო განწყობისთვის