in

KIA-ს ახალი აპლიკაცია, რომელიც სამსახურში ექსტრემალური სიტუაციიდან გიხსნით

ბევრისთვის ნაცნობია მომენტი, როდესაც სამსახურში, მუშაობის ნაცვლად, Facebook–ის თვალიერებისას, უფროსი მოულოდნელად დაგადგება თავზე. KIA–ს მსგავსი ექსტრემალური სიტუაციისთვის არაჩვეულებრივი გამოსავალი აქვს. ახალი სპეციალური პროგრამა, რომელიც გარდა იმისა, რომ მანქანის მართვის დროს უკან მომავალი ავტომობილის დანახვას გაგიადვილებთ, ასეთი უხერხული მომენტების თავიდან აცილებაშიც დაგეხმარებათ.

 

 

აპლიკაცის გადმოტვირთვის შემდეგ ის ავტომატურად გააქტიურდება კომპიუტერში. მაშინ, როდესაც ფოტოებისა და ცხელ-ცხელი სიახლეების თვალიერებით ხართ გართული, ხოლო “მძვინვარე” უფროსი შეუმჩნევლად გეპარებათ, პროგრამა თქვენს ნაცვლად, სენსორულად აღიქვამს “საფრთხეს” და მომენტალურად გახსნის  KIA–ს ოფიციალურ Web გვერდს.

რა თქმა უნდა, მსგავსი “განტვირთვა” უფრო მარტივი ასახსნელია, ვიდრე Facebook–ზე უსაქმურობა. თან,  KIA–ს მშვენიერი რეკლამაცაა, ვერაფერს იტყვი.

რასიზმი თუ პლაგიატი?! – სკანდალი ჩინური სარეცხი საშუალების ახალი რეკლამის გარშემო

Y&R-ის ემოციური ვიდეორგოლი მამის დღესთან დაკავშირებით