როგორც ამბობენ, Kia-ს თავისივე დიზაინისა თუ მარკეტინგული არჩევანის გამო მედიის ყურადღება არ მიუპყრია. თუმცა ეს 2000 წლამდე გრძელდებოდა, ანუ მანამ, სანამ Kia Soul-ის რეკლამების გაშვებას დაიწყებდნენ. 2021 წელს კი სრულიად საპირისპირო რეალობა მივიღეთ, როცა Kia-ს ტრადიციული ლოგო სამი ერთმანეთში გადახლართული ასოებით შეიცვალა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ისე მჭიდროდაც კია ეს ასოები გადახლართული, რომ KN უფრო იკითხება, ვიდრე KIA…
ახალმა ლოგომ მომხმარებლები რომ დააბნია ეს ფაქტია, თუმცა ასე მედიის კრიტიკაც დაიმსახურა. ეს ამბავი ციფრებშიც მარტივად ჩანს — 2022 წელს Kia-ს მანქანას KN car-ის სახელით ყოველთვიურად დაახლოებით 30 000 ადამიანი ეძებდა…
Kia-ს ლოგოს ისტორია
უნდა აღვნიშნოთ, რომ უახლესი რებრენდინგი გრძელი და მრავალფეროვანი ლოგოს მემკვიდრეობაზე დაფუძნებით მივიღეთ. 1944 წლიდან, კომპანიის დაარსების პერიოდიდან, ბრენდმა ლოგო 6-ჯერ განაახლა Kyungsung Precision Industry-ის სახელის ქვეშ. თუმცა უკვე 1952 წელს პირველი კორეული ველოსიპედის შექმნით კომპანიამ სახელად Kia Industries შემოგვთავაზა და გააგრძელა მუშაობა, როგორც ველოსიპედების მწარმოებელმა. ამას მისი ადრეული ლოგოც შესანიშნავად ასახავს:
უკვე 1960-იან წლებში კი Kia, როგორც მანქანების მწარმოებელი კვლავ ლოგოს რებრენდინგს გვთავაზობს, თუმცა ეს უკვე სრულიად განსხვავდება წინა ვიზუალისგან. შემდგომი განახლებები კი 80 და 90-იან წლებში მივიღეთ. ზუსტად ეს 90-იანი წლების ლოგო წარმოადგენს დღეს Kia-ს ლოგოს, თუმცა მცირე განახლებებით.
რატომ შეცვალა Kia-მ ხელახლა თავისი ლოგო?
ამბობდნენ, რომ ლოგოს A ბგერაში ხაზის ნაკლებობა ბრენდის „ფუტურისტულად მაღალ ტექნოლოგიებზე“ მიგვითითებდა… ასე NASA-ს 1974 წლის ე. წ. ჭიის ლოგოსაც ჰგავდა… თანამედროვე განახლებები კი კომპანიის ახალ ბიზნეს სტრატეგიას შეესაბამება, რომელსაც სურს, ავტომწარმოებლის მიღმაც განვითარდეს. ბრენდმა თავისი გრძელვადიანი მისიაც გაგვაცნო, რომ სურს ბიზნესი მდგრად მობილურ ინდუსტრიაში ჩართოს, რაც მოიცავს ელექტრო მანქანებს, მობილურ გადაწყვეტილებებსა და მომსახურებებს.
Kia-ს დიზაინის გუნდის თქმით, ახალი ლოგო „სიმეტრიას, რიტმსა და ზრდას“ გულისხმობს, აჩვენებს ბრენდის მიზანს, მართოს ცვლილებები და ინოვაციები. საინტერესოა ისიც, რომ კომპანიის ლოგოს ჩამოყალიბებას ასევე ხელი შეუწყო ქალაქში არსებული ცხოვრების დინამიკამ და ეს ახალ სლოგანზეც აისახა: Movement that Inspires.
„მე შთაგონებული ვიყავი სეულის ენერგიით, აქ ურთიერთსაპირისპირო ენერგიები თანაარსებობს, როგორიცაა ახალი და ძველი, ხმაური და სიჩუმე“, — აცხადებს კარიმ ჰაბიბი, Kia-ს დიზაინის ცენტრის ხელმძღვანელი.