თუ ოდესმე კიბეებზე ასვლისას ან ჩამოსვლისას გიფიქრიათ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, მარტო არ ხართ, ეს შეგრძნება ბევრს გვქონია და ყოველთვის ჩვენს მოუხერხებლობას ნამდვილად არ ნიშნავს. ზოგჯერ კიბეები, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად არის დაპროექტებული.
საერთოდ, კიბის დაპროექტება მოითხოვს მაღალი დონის სიზუსტესა და უნარს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც საკმაოდ გაბედულ ნაბიჯებს დგამენ ამ მიმართულებით და ვერ ვიტყოდით, რომ ყველა ასეთი გაბედული მცდელობა კარგად მთავრდება. კიბე ბევრ სახლს ალამაზებს და მოხერხებულს, მყუდროსა და მომხიბლავს ხდის, თუმცა ამ სტატიაში საუკეთესოდ დაპროექტებულ კიბეებს ნამდვილად ვერ შემოგთავაზებთ. პირიქით, გვსურს, მათი უარესი მაგალითები წარმოგიდგინოთ და ცოტა გაგახალისოთ კიდეც.
1. ამ კიბით მოსარგებლეებს აშკარად სიურპრიზი ელით.
2. კი, ჩვენც ჰარი პოტერის 9 და 3/4 კედელი გაგვახსენდა
3. ხომ არ შეგეშინდათ?
4. ცოცვით თუ ახვალთ აქ და ისე არ ვიცი…
5. არქიტექტორის გაცნობა ჩვენც მოგვინდა, მაგრამ არ ვიცით ავტორი…
6. სად იწყება და სად მთავრდება?
7. მთავარია, ამ ოთახიდან გამოსულს არ დაგავიწყეთ, რომ კიბე შუიდან იწყება, სხვა ყველაფერი იდეალურადაა