11
Dec
2015

“კიბერჰაუსი” განახლებული ფორმატით “არტარეა”-ს ეთერით გავა

11 Dec 2015

გადაცემა “კიბერჰაუსი”, რომელსაც მაყურებელი GDS ის ეთერიდან იცნობს,  9 დეკემბრიდან  ყოველ ოთხშაბათს, 19:00 საათზე “არტარეას” ეთერით გავა.

გადაცემის ფორმატზე მარკეტერი “არტარეას” დირექტორს,  სოფო ხუნწარიას ესაუბრა. “ფორმატი იქნება “დაიჯესტური” ტიპის. გვექნება 4 რუბრიკა: ტექნოლოგიურ სფეროში არსებული ახალი ამბები, მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით; ბოლო თაობის   გაჯეტების განხილვა; უახლესი და რეიტინგული ვიდეო თამაშების მიმოხილვა და ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე საინტერესო კიბერთემები ჰაკათონების, სტარტაპების, ციფრული სააგენტოების, ქართველი დეველოპერებისა და გამომგონებლების შესახებ.”

 

M: მოსალოდნელია თუ არა რაიმე ცვლილებები გადაცემაში ?  

გადაცემა ტელეკომპანია “არტარეაზე” ისევ “კიბერჰაუსის”  სახელით გავა. თუმცა, შეფუთვა სრულებით ახალია. რაც შეეხება ფორმატს – მინიმალური ცვლილებებია. საკმაოდ დიდი დრო დაეთმობა ქართველ ნიჭიერ  ახალგაზრდებს, ქართულ “სტარტაპებს” და ზოგადად, საქართველოში მიმდინარე აქტივობებს, ანუ შეიძლება ითქვას, ეს სეზონი კიდევ უფრო განსხვავებული იქნება ვიდრე წინა ორი იყო. ამჯერად,  ზოგად თემებზე, ალბათ, ნაკლებად ვისაუბრებთ და გადავალთ კონკრეტული მოვლენებისა და ადამიანების გაცნობაზე

M: რატომ გადმოვია გადაცემა ArtArea- ზე ?

იქიდან გამომდინარე, რომ “კიბერჰაუსი” პირველი და, ალბათ, ერთადერთი გადაცემაა, რომელიც მთლიანად ციფრულ კულტურას ეძღვნება, “არტარეასთვის”, თავისი ფორმატიდან გამომდინარე, პროექტი საინტერესო და მისაღები აღმოჩნდა. “არტარეა” არის ტელევიზია, რომელიც არ ერიდება ექსპერიმენტებს და მაყურებელს, ხშირად გვთავაზობს ახალ, განსხვავებულ და საინტერესო პროექტებს.

 

განხილვა