in

კიბოს ექსპერიმენტული მკურნალობა ყველა პაციენტის რემისიით დასრულდა!

მეცნიერები, რომლებიც კიბოს სამკურნალო გზების ძიებას ცდილობენ, ახლა გახარებულები არიან, რადგან ცდაში მონაწილე ყველა პაციენტმა შედეგად რემისია მიიღო. შესაბამისად, კიბოს ნიშნებიც არსად ჩანდა… აღსანიშნავია ისიც, რომ 12 პაციენტს სწორი ნაწლავის კიბოს ექსპერიმენტული მკურნალობა ქიმიოთერაპიის გარეშე უტარდებოდა.

M2
M2

მჯერა, ეს პირველი შემთხვევაა კიბოს მკურნალობის ისტორიაში, — აცხადებს დუის დიაზი, მეცნიერი.

კვლევის მონაწილეებისთვისაც გასაოცარი იყო, როცა გაიგეს, რომ 6-თვიანი ექსპერიმენტული იმუნოთერაპიული მკურნალობის შემდეგ რემისიაში იმყოფებოდნენ. საშა კი პირველი პაციენტი იყო და ეს ამბავი მაშინ გაიგო, როცა ნიუ-იორკში რადიაციული თერაპიის ჩასატარებლად გამგზავრებას აპირებდა, თუმცა ონკოლოგმა ანდრია სერსეკმა სასიამოვნოდ გაოგნებული დატოვა. 

ბედნიერი ცრემლები და წერილები მივიღე კვლევის მონაწილეებისგან, რომლებიც აცნობიერებენ, რომ მკურნალობას ასრულებენ, თანაც, ისე რომ ყველა ფუნქციის შენარჩუნებასაც შეძლებენ, წარმოუდგენელი ჯილდოა, — ამბობს სერსეკი.

ექიმებს სურდათ გაეგოთ, რამდენად შეძლებდნენ იმუნოთერაპიით კიბოს მკურნალობას, თუმცა მსგავს შედეგებს ნამდვილად არ ელოდნენ. განსაკუთრებით კი იმას, რომ კვლევაში მონაწილე არცერთ პაციენტს დოსტარლიმაბის წამალზე უკუჩვენება არ ექნებოდა. ეს უკანასკნელი იმუნურ უჯრედს კიბოს უჯრედების ამოცნობისა და შეტევის საშუალებას აძლევს

მიღებული შედეგი დამაინტრიგებლადაც ჟღერს, მაგრამ სრულად განკურნების საშუალებას მაინც არ გვაძლევს. ამბობენ, რომ დოსტარლიმაბზე ალერგიული რეაქცია ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს, 3-5%-ს კი ისეთი მძიმე რეაქციები ახასიათებს, როგორიცაა კუნთების სისუსტე, ღეჭვისა და ყლაპვის პრობლემები. თუმცა ზოგიც მიიჩნევს, რომ ეს შედეგები კიბოს გარკვეულ სახეებში ვლინდება…

მართალია, კონკრეტული წამლის მოქმედების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი და უფრო ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარებაც არის საჭირო, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მიღებული შედეგები როგორც პაციენტებისთვის, ისე ექიმებისთვის საკმაოდ ამაღელვებელი აღმოჩნდა.

ზაფხული და ჯანმრთელობა – რა უნდა გაითვალისწინოთ ცხელ დღეებში?

რა არის „გონების თეორია“ და როგორ მუშაობს ის?