თუკი საკვების ნარჩენებისგან პირის ღრუს გასუფთავებას ყველაზე მოსაბეზრებელ საქმედ მიიჩნევთ, Kickstarter-ის ეს ახალი პროდუქტი აუცილებლად მოგეწონებათ. აბაზანაში, შხაპის მიღების დროს ToothShower-ით შეგიძლიათ კბილებიც გაისუფთავოთ და ღრძილების მასაჟით სისხლის მიმოქცევაც გაიუმჯობესოთ. ამასთან, სპეციალური რეჟიმის საშუალებით, წინა და უკანა კბილებს ერთნაირად მოხერხებულად მიხედავთ. ToothShower 2018 წლის მაისიდან გაიყიდება.
https://www.youtube.com/watch?v=2o2bM68m_Zc











