in

Capri Sun-მა ბავშვების ხმაურისგან თავის დაღწევა მარკეტინგულად გამოიყენა

სკოლაში დაბრუნების პერიოდი მშობლებისთვისაც ბევრ დიდ ამოცანასთან თუ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული — საჭირო ნივთების ყიდვით დაწყებული, ბავშვების უსასრულო მოთხოვნებით დასრულებული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია მათი გადაწვა, გადაღლა და ემოციური თუ ფიზიკური გადატვირთვა. სწორედ აღნიშნულს უკავშირებს გამაგრილებელი სასმელების ბრენდი Capri Sun ახალ ლიმიტირებულ გამოშვებას, სახელწოდებით Kid Noise-Canceling Juice Drink.

BOG
BOG

რეალურად, ბრენდმა ჩვეულებრივი მოცემულობისა და მარტივი მესიჯის საფუძველზე, ეფექტური კამპანია შექმნა — როგორც ამბობენ, მათი სასმელი მშობლებისთვის 50-წამიან სიმშვიდეს უზრუნველყოფს. „სწორედ ეს დრო სჭირდებათ ბავშვებს კაპრის სასმლის დასალევად. დღის აურზაურისა და ქაოსის ფონზე, მეტად საჭიროა დასვენების შესაძლებლობა. ჩვენი იდეა კი რუტინული მომენტის ეფექტურად გამოყენებას უკავშირდება, რათა გადაღლილმა მშობლებმა დასვენება მოახერხონ“.

როგორ იქცა სტივ ჯობსის ხელნაწერი რეკლამა Apple-ის ჰიტად?

გულითადი ლიდერშიფის ექსპერტი – Ad Black Sea 2023-ს მარია რეიგ ფლორენსა ეწვევა