in ,

პარასპრინტერი, რომელმაც კიდურები დაკარგა, მატარებელს უსწრებს – კიდევ ერთი პარასპორტსმენის ისტორია BP-სგან

პარალიმპური ჩემპიონატი ახლოვდება და სპონსორები უფრო მეტად აქტიურდებიან. პირველი პარალიმპური ჩემპიონატი 1960 წელს რომში ჩატარდა. პარაოლიმპიადა ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. შშმ პირებისათვის ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცონ – შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს!

ცოტა ხნის წინ პარასპორტსმენ ილჰამ ზაკიევის ისტორიაზე გიამბეთ, ახლა კი კიდევ ორ ვიდეორგოლს გთავაზობთ, რომელიც კომპანია BP–მ წარმოგვიდგინა. პირველი ეხება ახალგაზრდა მამაკაცს David Behre–ს, სპრინტერს, რომელმაც უბედური შემთხვევისას კიდურები დაკარგა, მაგრამ დღეს ოლიმპიადისთვის ემზადება. მთელი მონდომებით ვარჯიშობს, მატარებელსაც კი უსწრებს სირბილით.

 

 

მეორე ვიდეორგოლში პარალიმპური ჩემპიონატის განვითარების ისტორიას ნახავთ. შშმ პირებს, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად აღწევენ წარმატებებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში და აძლევენ მოტივაციას დანარჩენებს. ამ  ემოციურ სანახაობას და ამ ადამიანების სიძლიერეს ზღვარი არა აქვს.

 

 

შეგახსენებთ, რომ წელს პარალიმპური ჩემპიონატი 7-18 სექტემბერს რიოში ჩატარდება.

უეფას ევრო 2016 -ის ჩემპიონატის ფან-ზონა მუშთაიდის პარკში გაიხსნა !

ეს არ არის კომპლიმენტი, ეს ძალადობაა! – ვიდეორგოლი ქალბატონების მხარდასაჭერად