1
May
2017

კიდევ ერთი ბავშვის საწოლი, მოძრავი ავტომობილის ეფექტით – ამჯერად უკვე Renault-ისგან

1 May 2017

Elit Electronics
Elit Electronics


როგორც კი Renault-ის ახალ პროდუქტსა და მისთვის შექმნილ სარეკლამო ვიდეორგოლს ნახავთ, ალბათ მაშინვე Ford-ი გაგახსენდებათ, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, სპეციალურად ბავშვებისთვის, საწოლი შექმნა მოძრავი ავტომობილის ეფექტით. Renault-ის სიახლეც სწორედ ასეთია, თუ არ ჩავთვლით დიზაინს, რომელიც, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, ასევე გამარტივებულ ფუნქციას, რაც საწოლის სმარტფონით მართვას გულისხმობს და იმ ფაქტსაც, რომ პროდუქტის შექმნაში მონაწილეობა ბავშვებთან კარგად გამოცდილმა Chicco-მ მიიღო. პირველობაზე პრეტენზია და დავა უშუალოდ ბრენდებს მივანდოთ, ფაქტია, რომ ავტომობილების მწარმოებელი კომპანიები სერიოზულად ჩაერთნენ ბავშვებისთვის კომფორტის შექმნაში და ერთმანეთზე უკეთეს პროდუქციას აწარმოებენ. მათ შორის კონკურენცია მომხმარებლისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა საუკეთესოს ასარჩევად,  ბავშვებისთვის კი მყუდრო, კომფორტული პირობების შესაქმნელად.

 

განხილვა