in ,

როგორ შევჭრათ ბავშვს თმა ტირილის გარეშე – Kids Salon-ის 5 წლიანი გამოცდილება და ახალი სერვისი

Startauperi
Startauperi

ბავშვის თმის შეჭრის პროცესი სირთულეებს უკავშირდება, ასეთ დროს, პატარების უკმაყოფილების გამოხატვის ძალიან მყარი ინსტრუმენტი ტირილია, რომლის გამოც, მშობლებს ხშირად, მალევე გამოჰყავთ ისინი სალონიდან. საქართველოში არსებობენ საბავშვო სალონები, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებას განსაკუთრებული გარემოსა და სერვისის მეშვეობით ახერხებენ. მათ შორის, პირველი – სპეციალურად და მხოლოდ პატარებისთვის შექმნილი Kids Salon ფუნქცონირების 5 წელს ითვლის, ამ დროის განმავლობაში, სალონი მოემსახურა 15,000-ზე მეტ ბავშვს, დღეიდან კი, თმის შეჭრის, ვარცხნილობისა თუ ყურის გახვრეტის მომსახურებას პროფესიონალური ფოტოსესიის სერვისი ემატება. როგორც სალონის შემქმნელები ამბობენ, თმის შეჭრისა და იმავე სივრცეში, დასამახსოვრებელი ფოტოს გადაღების შესაძლებლობა  პირველია საქართველოში.

გარემო მოწყობილია მაქსიმალურად ისე, რომ ბავშვისთვის უსიამოვნო პროცესი – თმის შეჭრა, გავხადოთ სახალისო და დასამახსოვრებელი. დღეიდან კი, ჩვენს სტუდიაში გადავიღებთ პროტრეტებს, რათა გამოჩნდეს ბავშვის ვარცხნილობა და ხასიათი“, – გვიყვება დავით ხარებავა, რომელმაც, პარტნიორებთან ერთად შექმნა ბავშვთა სილამაზის სალონი და მის განვითარებაზე ზრუნავს. სწორედ მასთან ინტერვიუს სახით, უფრო დაწვრილებით მოგიყვებით სალონის ისტორიისა და იმ სირთულეების შესახებ, რომელიც ბრენდმა გადალახა:

დავით ხარებავა

M: როგორ გაჩნდა Kids Salon-ის იდეა და როგორ აქციეთ ის რეალობად?
5 წლის წინ, ბანკში ვმუშაობდი, ძალიან მინდოდა, რომ რაღაც ჩემი გამეკეთებინა. ერთხელ, ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ბავშვს ვერაფრით შეჭრა თმა, იმიტომ რომ სულ ტიროდა. ამ მომენტში გამიჩნდა იდეა, რომელიც ჟღერდა ასე – მოვხატავ კედლებს, ბავშვურ გარემოს შევქმნი და გავაკეთებ საბავშვო სალონს. მეგონა, რომ პირველს მომივიდა ეს იდეა. რომ დავგუგლე, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ასეთი სალონი ვნახე, განსაკუთრებით ამერიკაში, იდეების განვითარებაში კი უკვე არსებული, უცხოური გამოცდილება დამეხმარა.

M: რას ექცეოდა განსაკუთრებული ყურადღება Kids Salon-ის შექმნის პროცესში? 
ეს არის გარემო და პერსონალი. შევიძინეთ მანქანის ფორმის სკამები სალონისთვის, რომლებიც სპეციალურად იყო დამზადებული და სხვა გასართობი ტექნიკა – XBox, Kinect, ტელევიზორი თავისთავად, მოვხატეთ კედლები, ანუ შევქმენით შესაბამისი გარემო. თუმცა, ძალიან რთული აღმოჩნდა სტილისტის მოძებნა – ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს იდეა გაამართლებდა, ყველა ამბობდა: „ბავშვთა სალონი რომ კარგი იდეა იყოს აქამდე იქნებოდაო“. ზოგი სტილისტი ამბობდა, რომ 15 ლარს არავინ გადაიხდის ბავშვის თმის შეჭრაში, იმიტომ რომ 5 ლარი ღირს სხვაგან. ვნახეთ ის, ვინც დაგვთანხმდა და საწყისი გუნდიდან დღეს მხოლოდ ერთი არ მუშაობს, დანარჩენი ოთხი სტილისტი 5 წელია ჩვენთანაა.

M: რა სირთულეები გადალახეთ განვითარების იმ ეტაპამდე მოსასვლელად, სადაც ახლა ხართ?
საკმაოდ რთული იყო, მიუხედავად იმისა, რომ იდეა კარგად ჟღერდა. პირველი სირთულე ის იყო, რომ 24 წლისები ვიყავით და ბიუჯეტიც არ გვქონდა დიდი, შესაბამისად, მცირე რესურსით შევძელით, ბავშვური გარემო მოგვეწყო ამ ფართში. უფროსები თუ თვეში ერთხელ ვიჭრით თმას, ბავშვს უფრო დიდი ხანი არ სჭირდება ეს, გოგოებს თითქმის არ აჭრიან, ამ და სხვა მიზეზებით, პირველი წელი ძალიან რთული გამოდგა – ზარალზე ვიმუშავეთ და ჩვენს ფულს ვამატებდით. საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა იმისათვის, რომ მუდმივი კლიენტების ბაზა შგვეგროვებინა. რეკლამის ფული არ გვქონია, „ვორდ ოფ მაუსზე“ და ბარტერებზე ვიყავით დამოკიდებული. ერთი წლის შემდეგ, კომპანიამ დაიწყო თავისი თავის შენახვა და დავიწყეთ ზრდა, შესამჩნევად, ისე, რომ ფართი, სადაც ვიყავით ვეღარ აკმაყოფილებდა არსებულ მოთხოვნას. მოპირდაპირე მხარეს ფართში გადავედით, რომელიც მუსია ქებურიას მოვახატინეთ. ხარისხი კი უკვე ბევრად მაღალია. გარდა გარემოს ცვლილებისა და მოწყობისა, ვზრუნავთ სტილისტების სპროფესიულ ზრდაზე, სხვადასხვა ტრენინგის მეშვეობით. ასევე, ჩვენთან იყიდება ბავშვის თმის მოვლის საშუალებებიც.

M: გარდა თმის შეჭრის, ვარცხნილობისა და ყურის გახვრეტის სერვისებისა, დღეიდან გემატებათ ფოტოსესიის მომსახურებაც. მოგვიყევით ამის შესახებ..
დიდ ყურადღებას ვუთმობთ დეტალებს, მაგალითად, პირველი თმის შეჭრა ბავშვისთვის დასამახსოვრებელი რომ იყოს, გადაეცემათ სერტიფიკატები, რომელზეც აწერია, რომ გმირულად შიჭრა თმა, ახლა კი სამახსოვრო სურათიც ექნებათ. ასეთი პრეცედენტი პირველია საქართველოში – ერთ სივრცეში იყოს ბავშვის თმის შეჭრა და ფოტოსტუდია. ფოტოსტუდია არის საკმაოდ განსხვავებული, მხიარული, საბავშვო ფონებით. ორიენტირებულები ვართ პორტრეტებზე, რომ თმა და ბავშვის ხასიათი გამოჩნდეს და არა ფონზე არსებული უმნიშვნელო დეტალი.

M: როგორია Kids Salon-ის განვითარების ხედვა?
აქამდე თუ ვზრუნავდით გარემოზე, ახლა გვინდა, სტანდარტი შეიქმნას, იქნება ეს ვარცხნილობის ხარისხისა თუ პროდუქციის მიმართულებით. ჩვენს პრინციპებს არ ვუხვევთ და ჩვენი კონკურენტებისგან განსხვავებით, რომლებიც გაიხსნენ ჩვენ შემდეგ, მშობლებს არ ვემსახურებით. გამოწვევაა სერვისის შექმნა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც 4-5 წლის წინ, ჩვენი მომხმარებლები იყვნენ და გაიზარდნენ. ერთგვარად, გვინდა გავყვეთ თაობას 14-15 წლამდე და მათთვისაც გვქონდეს სივრცე. ასევე, გვინდა, რომ გვქონდეს ფილიალები საქართველოს მასშტაბით, მანამდე კი, 2019 წლისთვის, ვცდილობთ კიდევ ერთი ობიექტის გახსნას თბილისში. ამ ეტაპზე კი, მხოლოდ ცინცაძის 46-ში ვართ ხელმისაწვდომი.

უსაფრთხო ავტომობილი დაბრკოლებებით სავსე ქალაქისთვის! – Peugeot-ის ვიდეორგოლი

რატომ უნდა გააჩინონ იტალიელებმა კიდევ უფრო მეტი შვილი? – CHICCO-ს ვიდეორგოლი