3
Aug
2016

KidZania – პატარა ქალაქი, მხოლოდ ბავშვებისთვის

3 Aug 2016



ბავშვების ოცნებაა, რაც შეიძლება მალე გაიზარდონ და დიდების პროფესიებს დაეუფლონ. გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა. ალბათ, გინდოდათ ტელეწამყვანი, მფრინავი, მეხანძრე, მზარეული ან ექიმი ყოფილიყავით და მეგობრებთან ერთად თამაშობდით კიდეც. KidZania არის ბავშვების ქალაქი, სადაც უამრავი პროფესიის შესწავლა და თამაში შეუძლიათ ბავშვებს. თამაშით გადმოცემული ინფორმაცია მათ საშუალებას აძლევს, წარმოდგენა იქონიონ თავის საოცნებო პროფესიაზე და თან მოსინჯონ საკუთარი ძალები. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ პროფესიებზეა საუბარი, აქ ყველაფერი თამაშ-თამაშით ხდება, ამიტომ ბავშვები კარგად ერთობიან.

ბავშვისთვის მშვენიერი საშუალებაა, იხალისოს თანატოლებთან ერთად და დაზუსტებით გადაწყვიტოს, რა პროფესიას აირჩევს მომავალში, ზედმეტი ფიქრის გარეშე.  

 

განხილვა