in

KIJINA Fest – შაორის ტბა აგვისტოში ელექტრონული მუსიკის სამდღიან ფესტივალს უმასპინძლებს

საქართველოში საფესტივალო კულტურა ყოველწლიურად ვითარდება, ხოლო რეგიონული ღონისძიებები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს როგორც ტურიზმის, ისე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. ამ პროცესის ნაწილია KIJINA Fest, რომელიც 21-23 აგვისტოს შაორის ტბაზე გაიმართება.

KIJINA Fest აერთიანებს ელექტრონულ მუსიკას, ბუნებასა და თანამედროვე ფესტივალურ გამოცდილებას. ღონისძიების კონცეფცია რაჭის უნიკალურ გარემოს ეყრდნობა და მიზნად ისახავს რეგიონის კულტურული და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, ასევე, ისეთი პლატფორმის შექმნას, რომელიც საინტერესოა როგორც დამსწრეებისთვის, ისე პარტნიორი ბრენდებისთვის.

წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულ ყურადღებას მუსიკალურ პროგრამას უთმობს. სცენაზე წარდგებიან Tobako Tween, SUMO, Levi Love Disco, Sanlee, Skuf, Skasky, DJ Delorean, Yamoc, Stormy, Windy, Iceworld, Sundrops, Nyx, Tekachimo, Ch3mi1, DJ Buzzand და Frettmo – არტისტები, რომლებიც ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა მიმართულებას წარმოადგენენ და სამდღიან პროგრამას მრავალფეროვანს ხდიან.

KIJINA Fest-ის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მიზანია არა მხოლოდ მუსიკალური გამოცდილების შექმნა, არამედ ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც რაჭას თანამედროვე კულტურულ რუკაზე კიდევ უფრო თვალსაჩინო ადგილს დაუმკვიდრებს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

KIJINA Fest-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ფესტივალის ოფიციალურ გვერდებზე:

Facebook
Instagram
TikTok

არტისტების სია:

[პარტნიორის კონტენტი]

2026 წლის გლობალური ავტოინდუსტრია: ელექტრომანქანები და ის, რაც ყიდვამდე უნდა იცოდეთ

Coca-Cola-მ ბრენდის ვიზუალური იდენტობა განაახლა – აქცენტი კლასიკურ ელემენტებზეა