26
Aug
2015

ყიჟინატორები ბორჯღალოსნების გასამხნევებლად

26 Aug 2015

კობი
კობი


ბოლო რამდენიმე კვირაა Facebook-ზე გააქტიურდა გვერდი ყიჟინატორები. ვინ არიან ყიჟინატორები და რა მიზანს ემსახურება მათი გვერდი. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მარკეტერი მათ საორგანიზაციო ჯგუფს შეხვდა.

პროექტი “ყიჟინატორები” 

ქართველი ბორჯღალოსნების გულშემატკივრობის სურვილით გაერთიანებულმა მოხალისეებმა შექმნეს პროექტი “ყიჟინატორები”. ისინი ბორჯღალოსნების ერთგული ქომაგები და თანამებრძოლები არიან და მათი მიზანია გამამხნევებელი ყიჟინით მხარი დაუჭირონ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ყველა საშინაო თუ საგარეო თამაშზე, განსაკუთრებით კი მსოფლიო თასის დროს.

პროექტის ფარგლებში დაიგეგმა მრავალარხიანი არაკომერციული საკომუნიკაციო კამპანია, შეიქმნა მხარდასაჭერი რგოლები, დაიწერა ჰიმნი;  ასევე დაგეგმილია სხვადასხვა მხარდასაჭერი აქტივობა, რომელიც უფრო მეტად გააღვივებს საბრძოლო სულისკვეთებასა და შემართებას ბორჯღალოსნებში და გულშემატკივრებში, მსოფლიო თასის წინ.

დღეს ყიჟინატორების რიგებში არიან ქართული რაგბის გულშემატკივარი მარკეტერები, სარეკლამო კომუნიკაციის სპეციალისტები, მუსიკოსები, მსახიობები და რგოლის გმირები, რეჟიროსები, ოპერატორები, სარეკლამო სააგენტო Saatchi & Saatchi Tbilisi, ხმის ჩამწერი კომპანია “ბრავო რეკორდსი”, “ომედია” სტუდია და სხვები.

ყიჟინატორები

ბორჯღალოსნების მხარდასაჭერ რგოლებში ყიჟინატორები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც ქართული რაგბის ერთგული ქომაგები არიან, ემზადებიან ჩვენი ბიჭების გულანთებული გულშემატკივრობისთვის მსოფლიო თასის დროს. თითოეულ ყიჟინატორს გულშემატკივრობის თავისებური მეთოდი აქვს, რომელსაც ისინი გულმოდგინედ ხვეწავენ 18 სექტემბრისთვის. ზუზინსკი ბორჯღალოსნებს მხარს დროშის უბადლო ფრიალით დაუჭერს, დიანა საუცხოო ტალღის კეთებით, ხოლო თემური ჯერ გაუგონარი ხმითა და ყიჟინით გაამხნევებს ჩვენს ბიჭებს.

გადაღების პრინციპი 

რგოლის კადრები გადაღებულია “ფარული გადაღების” პრინციპით, სადაც შესამჩნევია მერყევი კადრის გასწორება, მკვეთრი მიახლოება (“დაზუმება”), დამალვის მიზნით კადრის უხეშად გადაყვანა სხვა საგნებზე, რეალური ხმები და გარემოცვა.

რგოლის შექმნაში მონაწილეობდნენ:

მთავარი გმირები: ზურა ჭელიძე, დიანა თიგიშვილი, თემურ ბარკალაია.

მსახიობი (გახმოვანება): ივანე ქურასბედიანი

კრეატიული დირექტორი: თამარა ბასილაია (ბასა)

პროქტრის მენეჯერები: სანდრო ჯავახიშვილი, მაშო თევდორაშვილი, ზიზი ნასრაშვილი

კოპირაიტერები: ანიკო ნიკოლაძე, სანდრო ჯავახიშვილი

რეჟისორი: ვახო ჩიკვაიძე, სალომე საღარაძე

DoP & colour correction: მიშა მაისურაძე

ხმის რეჟისორი: ალექსანდრე შენროგი

CG Artist: ირაკლი ზურაბიშვილი

სეტის დიზაინერი: მარიჩკა ლოგუნოვა

განსაკუთრებული მადლობა: Saatchi & Saatchi Tbilisi-ს, რომელმაც სრულად უზრუნველყო ტექნიკური და სტუდიური მხარდაჭერა რგოლისთვის.

Bravo Records, რომელმაც უფასოდ გასცა სიმღერა Sabotage-ის (Beastie Boys) გამოყენების ლიცენზია.

თითოელი მონაწილე უანგაროდ ჩაერთო აღნიშნულ პროექტში, რისთვისაც ყიჟინატორების საორგანიზაციო ჯგუფი მათ განსაკუთრებულ მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ მათი გულითადი ყიჟინა წარმატებას მოუტანს ბორჯღალოსნებს. ყიჟ!

ყიჟინატორების შესახებ მეტს შეიტყობთ ფეისბუკ გვერდზე facebook.com/ cheerators.

განხილვა