კიკეთის ფერმის ეკოსისტემას ახალი სივრცე შეემატა – ადგილი, რომელიც იდეალურია გუნდური მუშაობისთვის, სამუშაო შეხვედრებისთვის, ტრენინგებისა და შემოქმედებითი სესიებისთვის.
შუშაბანდის ტიპის ნაგებობა სრულ ჰარმონიაშია ბუნებასთან და 360-გრადუსიანი ხედით ტყის ლანდშაფტზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა. სივრცე განსაკუთრებით მიმზიდველია გუნდებისთვის, რომლებიც მშვიდ, შთამაგონებელ და კონცენტრაციაზე ორიენტირებულ გარემოს ეძებენ.

ფერმის გუნდს სჯერა, რომ სამუშაო გარემოს პერიოდული ცვლილება აუცილებელია დღის უფრო ნაყოფიერი და ეფექტური წარმართვისთვის. ბუნებასთან სიახლოვე ამცირებს სტრესს, ზრდის კონცენტრაციას და აძლიერებს კავშირს, როგორც გუნდის წევრებს შორის, ისე გარემოსთან.
შესვენების დროს სტუმრებს შეუძლიათ ჩაერთონ შემოქმედებით მასტერკლასებში, გაისეირნონ ცხენით, მიირთვან ფერმის პროდუქტებით მომზადებული კერძები და რაც მთავარია, მშვიდად დააკვირდნენ ბუნებასა და გარემომცველ სამყაროს.
სამუშაო სივრცესთან ერთად ფერმა გთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას – შეინარჩუნოთ ბალანსი პროდუქტიულობასა და განტვირთვას შორის.
[პარტნიორის კონტენტი]












