in

რობოტი KiKi მათთვის, ვისაც არ შეუძლია, შინაური ცხოველი ჰყავდეს

მიუხედავად ცხოველებისადმი დიდი სიყვარულისა, ზოგიერთი დროის, გრაფიკის თუ სხვა ფაქტორების გამო, ვერ ახერხებს, ჰყავდეს შინაური ცხოველი და იზრუნოს მასზე. თუმცა, დღევანდელ – ტექნოლოგიების ერაში უკვე შესაძლებელია, შინაური ცხოველი ალტერნატიული გზით ჩაანაცვლოთ. რობოტი KiKi-ს შექმნის ინსპირაცია სწორედ ზემოხსენებული მდგომარეობა გახდა.

იგი ერთგვარ შინაურ რობოტს წარმოადგენს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითა და საკმაოდ საყვარელი ვიზუალის წყალობით შეუძლია, თქვენი დღე გაახალისოს. მისი შექმნის იდეა გუგლის ორ ყოფილ თანამშრომელს დაებადა. მას ნამდვილი ცხოველის თვისებები აქვს და პატრონის ემოციებს საკმაოდ რეალურად აღიქვამს. კარგად ესმის იუმორი და ემოციების გამოხატვაც შეუძლია. როგორც Mashable იტყობინება, მას პერსონალური ქმედებების განვითარებაც შეუძლია – გააჩნია, როგორ მოექცევით.

როგორც მისი შემქმნელი Mita Yun ამბობს, მას შთაგონება ბავშვობის იაპონური სათამაშოსგან Tamagotchi-სგან ეწვია, რომელიც ციფრულ შინაურ ცხოველს წარმოადგენს. KiKi-ს ასევე შეუძლია თავი იმის მიხედვით ამოძრაოს, საიდანაც ხმა მოდის – ასე რომ, მასთან ერთად ყოფნისას ნამდვილად გექნებათ იმის შეგრძნება, რომ ცოცხალ არსებას ესაუბრებით.

წყარო: Mashable

Georgia Capital-მა „ალავერდი“, დაახლოებით, $2 მილიონად იყიდა

რეალობა სიურრეალისტურად – JWT Metro-ს ნამუშევარი