in

KIKLIKO — ხმოვანი გიფების ერთ-ერთი პირველი პლატფორმა

აპლიკაცია, რომელსაც მალე მილიონობით ადამიანი გამოიყენებს

Startauperi
Startauperi

KIKLIKO — ასე ჰქვია მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ პლატფორმას, რომელიც სოციალურ ქსელში ხმოვანი გიფების გაგზავნის საშუალებას გვაძლევს. იქნება ეს რაიმე მონაკვეთი კინოფილმიდან თუ სახალისო მომენტი პოპულარული ვიდეოდან

პლატფორმის შექმნის იდეა კურსელებს, გივი ბერიძესა და ვასკა ჩადუნელს ერთი წლის წინ გაუჩნდათ. ორივე მათგანს აერთიანებდა ის ფაქტი, რომ სოციალურ ქსელში საუბრისას ცნობილი ფილმებიდან ან ვიდეოებიდან მონაკვეთების გამოყენება საკმაოდ მოსახერხებელი იყო. “ვასკა დიდი ხანია, “ხარება და გოგიას” მონაკვეთებს იყენებს ხმოვან გიფებად, რომლებიც ტელეფონში ჰქონდა გადმოწერილი და ასევე, იუთუბ არხზე ატვირთული”. 

თანდათან აშკარა გახდა, რომ ბაზარზე რეალურად არსებობდა პრობლემა — ადამიანებს ან პირდაპირ იუთუბიდან უწევთ ვიდეოს გაგზავნა და იმის მითითება, თუ რომელი წუთიდან უნდა უყუროს ადრესატმა მას… ან მომხმარებელმა უნდა გადმოწეროს ვიდეო, შემდეგ დაჭრას და ასე შეინახოს, თუნდაც 10-10 წამიანი ვიდეოები. “სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად  შემოვიკრიბეთ სუპერ გუნდი და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. ოქტომბერში კი უკვე 3 პროდუქტი გვქონდა: Website, Mobile აპლიკაციები და Browser Extension”. 

ამ ეტაპზე კიკლიკოს გამოყენება შესაძლებელია:

  • ვებ-გვერდით https://KIKLIKO.com;
  • Android აპლიკაციით: Play Store Link, რომლითაც პირდაპირ ვიდეოებად შეიძლება ხმოვანი გიფების გაგზავნა;
  • iOS აპლიკაციით, რომელიც ასევე პირდაპირ ვიდეოებად აგზავნის ხმოვან გიფებს;
  • Browser Extension-ით, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ჩათში გაგზავნილი/მიღებული ხმოვან გიფს იქვე მოუსმინო, ბმულზე გადასვლის გარეშე;

“გვსურს, კიკლიკო საერთაშორისო ბაზარზე გავიდეს, დასაწყისისთვის ამერიკა და ევროპის ქვეყნები. ეს ხმოვანი გიფების არარსებობის პრობლემა ალბათ ყველაზე ნაკლებად ქართველ მომხმარებელს აწუხებს, მიუხედავად ამისა Android აპლიკაცია გაშვების პირველ დღეს რამდენიმე საათში 3000 გადმოწერაზე ავიდა. საქართველოს გარეთ მოთხოვნა ბევრად დიდია, მაგრამ უფრო ზუსტად ამას დრო გვიჩვენებს” — აღნიშნავს გივი ბერიძე. 

რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტს შესაბამისი სამიზნე აუდიტორია ჰყავს. კიკლიკოს შემთხვევაში კი ეს ის ხალხია, ვინც გიფებს საკუთარი ემოციების გამოსახატად იყენებს — ხმოვანი ეფექტი კი ამ მცდელობას მეტად გააადვილებს, გაცილებით რეალურს და ადვილად აღსაქმელს გახდის. თანაც, თვის განმავლობაში, ყოველგვარი მარკეტინგული კამპანიის გარეშე, პლატფორმას 20-30K ვიზიტორი ჰყავს, რაც მის მოთხოვნადობასა და პოპულარბაზე მიუთითებს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კიკლიკოს შემქმნელების მიზანია, https://KIKLIKO.com-ის API-ს ინტეგრაციაა სხვადასხვა Messenger აპლიკაციებში, რომლებიც ასობითაა ბაზარზე და ძალიან ბევრ მათგანს 10 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. თითოეულ მათგანში ინტეგრაცია მათი მილიონობით მომხმარებლის ჩვენს მომხმარებლად გადაქცევას ნიშნავს”. რაც მთავარია, გუნდი უკვე მუშაობს ამ მიმართულებით… მაგალითად, უკვე სრულდება მილიონ პირველ მესენჯერ აპლიკაცია iMe-სთან ინტეგრაცია, რომელსაც მილიონობით ადამიანი მოიხმარს. იანვარში კი მეორე, 5 მილიონ მომხმარებლიან აპლიკაციასთან შედგება თანამშრომლობა.

დარეგისტრირდი პროგრამაზე, რომელიც 3000 IT სპეციალისტს გადაამზადებს!

ყველაფერი, რაც მწვანე ჩაის შესახებ უნდა იცოდეთ