in

ვულკანი კილაუეა 2 წლის შემდეგ კვლავ ამოიფრქვა – ფოტოები ჰავაიდან

კვირა ღამით აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ჰავაის ყველაზე ახალგაზრდა ვულკანი – კილაუეა ამოიფრქვა. 

M2
M2

„შადრევანი ლავა“, რომელიც ჰაერში თითქმის 60 მეტრს აღწევს, საოცარი სანახაობა და ამასთანავე მნიშვნელოვანი მოვლენაა. კილაუეა 1983 წლიდან 2018 წლამდე განუწყვეტლივ იფრქვეოდა, ბოლო ამოფრქვევის შემდეგ კი ეს მისი აქტივობის პირველი შემთხვევაა.

როგორც აშშ-ს გეოლოგიური სამსახური იუწყება, საგანგაშო და საშიში არაფერია, ვულკანის ამოფრქვევა სრულიად ბუნებრივ მოვლენას წარმოადგენს.

კილაუეა ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ვულკანია, რომელიც წლების განმავლობაში, გაციებული ლავის ფენა-ფენა დადებით, უფრო და უფრო იზრდება. ერთ დღეს ის შესაძლოა, ჰავაის კუნძულების დომინირებულ მთად იქცეს.

ახალი გინესის რეკორდი – Twenty One Pilots-ის მუსიკალური ვიდეო 4000-ზე მეტ საათს გრძელდებოდა

McDonald’s-ის ბურგერი ორეოს შიგთავსით – ექსპერიმენტი ჩინეთში