in

როგორ გავთავისუფლდეთ ნაკლებად პრიორიტეტული პროექტებისგან?

ინოვატორმა მენეჯერებმა იციან, რომ ინიციატივებიდან ცოტა თუ გაამართლებს, ამიტომ, ისინი რამდენიმე იდეას ეჭიდებიან ერთდროულად, რათა პერსპექტიული პროექტების გამოვლენის მეტი შესაძლებლობა შექმნან. საამისოდ, ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია გადაწვიტოთ რა პროექტი დაიტოვოთ და რა – მიატოვოთ. ეს ხდება მაშინ, როცა პროექტის ხელმძღვანელები პროგრესს დღევანდელი მონაცემებითა და კომერციული მოლოდინებით განსაზღვრავენ. შემდეგ, ისინი წყვეტენ, გამოყონ თუ არა რესურსები, მომდევნო განვითარებისათვის. მაგალითად, პროექტს შესაძლოა, გამოცდის გავლა ერთი, სამი ან ექვსი თვის შემდეგ დასჭირდეს, რათა დავაზუსტოთ, კვლავინდებურად იმედისმომცემია თუ არა ამ ინოვაციაში ინვესტირება. ამ მიდგომას ტერმინ Stage Gate-ით მოიხსენიებენ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა, კომპანიებს ცუდი პროექტების მოშორება მაინც უძნელდებათ. ყველამ, ვისაც კოლეგის სამუშაოსგან ჩამოცილება გამოუცდია, იცის, რამდენად რთულია ეს. თვით უმოწყალო ვენჩურული კაპიტალისტებიც კი აწყდებიან გამოწვევებს, პროექტის ბოლომდე დროულად მიყვანისას. კვლევა გვიჩვენებს, რომ Stage Gate-ის ჩვეული გამოყენება, ხშირად ხდება პრობლემა და პროექტის დასრულების შეფერხების საფუძველი. საამისოდ, მკვლევრებმა Sony Ericsson-ის ათწლიან მიმოხილვას მიმართვეს. 2001 წელს, დედა-კომპანიის დაფუძნებისას, 2009 წლის ჩათვლით, როცა ის იაპონურ კომპანიას შეუერთდა, Sony Ericsson-მა 200-მდე პროექტი განახორციელა, მობილური ტელეფონების წარმოების კუთხით. მკვლევრებმა გადაწყვეტილების მიღების პრინციპები შეისწავლეს. კომპანიის ეს უნიკალური ისტორიული ანალიზი აჩვენებს, რის ფასად იყო შესაძლებელი, რომ კომპანია ძალიან სწრაფად არ მისულიყო ჩიხამდე. ყოველი 6-დან 1 პროექტი გაშვებამდე გაუქმდა. Sony Ericsson-მა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დანარჩენებთან შედარებით, თუმცა, მისი მოდელები ნაკლებადმოგებიან პროექტებად გადაიქცნენ. მარცხის გამო, კომპანია უკან იხევდა ახალი, მრავლისმთქმელი პროექტის გაშვებაზე. შედეგად, მან ვერ მოახერხა ინოვაციისთვის საკმარისი რესურსების თავმოყრა, რათა სმარტფონების ერაში გადარჩენილიყო.

ანალიზის პროცესში შენიშნეს, რომ Sony Ericsson-მა თავიდანვე არასწორად შეაფასა პროექტების გამოსავლიანობა. ცდომილება 182 მლნ ევრო იყო. შეფასების უზუსტობა ბევრი კომპანიის პრობლემაა, ეს ნორმალურია, სწრაფადგანვითარებადი ბაზრის პირობებში, გრძელვადიანი მუშაობისას. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც ამ შეფასებებს პროექტების არასწორ რანჟირებამდე მივყავართ. შესაძლოა, პროექტების იდეებს სწრაფი მოლოდინების გამართლება ახლდეთ თან, პრიორიტეტულებიც აღმოჩნდნენ, თუმცა, იმედი გაუცრუონ მწარმოებელს. მეორე მხრივ, სხვა პროექტები, რომლებიც თავიდან ნაკლებადპერსპექტიული ჩანდა, ტრენდული ხდება. Stage Gate მიდგომის ეფექტიანი გამოყენების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღებს შეუძლია შენიშნოს მნიშვნელოვანი ცვლილებები და დროულად მოახდინოს რეაგირება.

მთელი წლის განმავლობაში, Sony Ericsson ახალ პროდუქტებზე მუშაობდა და ახალი ინფორმაციაც მოპოვა მომხმარებლების მოთხოვნებზე, კონკურენტებსა და ტექნოლოგიურ წინსვლაზე, რამაც არასწორი შეფასება 66 მლნ ევროთი შეამცირა. ამის მიუხედავად, კომპანია მთელ ძალებს ახმარდა პროექტების რანჟირების დასარეგულირებლად და ოპტიმალური გადაწყვეტის საპოვნელად. კომპანია განაგრძობდა ისეთი პროექტებისა და ბიზნეს-მოდელების დაფინანსებას, რომლებიც აღარ ჩანდა პირვანდელივით მიმზიდველი და არ უთმობდა ფინანსებს იმ პროექტებს, რასაც წინ წაწევა შეეძლო.

როგორ შეუძლიათ ორგანიზაციებს სწრაფად იმოქმედონ, ინფორმაციის მოპოვებისას?

მარცხის წინასწარ განსაზღვრა

როდესაც ახალ პროდუქტსა თუ ბაზარში დარწმუნებული არ ხართ, არ გაქვთ სარწმუნო მტკიცებულება, რომ პროექტი გაამართლებს. ასეთ დროს, სასარგებლოა ხარისხობრივი შეფასება, გადაწყვეტილებების აწონ-დაწონვა.

Sony Ericsson-ის პროექტები საკმარისად გამჭვირვალე იყო, საწყის ეტაპზე, საიმედო ფინანსური მაჩვენებლების გასაკონტროლებლად. თუმცა, კონკრეტული რიცხვები ან არ მოიპოვებოდა ან არ იყო სარწმუნო. კვლევით დადგინდა, რომ საწყისი ეტაპის მონაცემებს ბევრი არ ენდობა. სარწმუნო რიცხვების არქონა შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი იყოს, რის გამოც უნდა შეწყვიტოთ პროექტი. Sony Ericsson-ს შეეძლო სწრაფად შეენიშნა მომხმარებლის ქცევაში ცვლილება – მაგალითად, მოთხოვნა უკეთეს კამერაზე. ასეთ დროს, რაოდენობრივი შეფასება, შესაძლო უარყოფით შედეგებზე კვლავ რამდენიმე თვეს საჭიროებდა. სამაგიეროდ, ხარისხობრივი ინფორმაცია მომხმარებელთა საჭიროების შესახებ, რესურსების გადალაგებასა და პროდუქტის გაუმჯობესებაზე დადებითად აისახებოდა. სამწუხაროდ, სარწმუნო მტკიცებულებების ძიებაში, რესურსები გაიფლანგა მარცხისთვის განწირულ პროექტებზე, იმათ ნაცვლად, რა იდეებიც მხარდაჭერას საჭიროებდნენ.

ეძებეთ ბიზნეს-ქეისი

ბევრად ადვილია განსაზღვროთ პროექტის შედეგიანობა მის გაშვებამდე. სამწუხაროდ, Sony Ericsson-ისა და სხვა არაერთი კომპანიის პრობლემა სწორედ ესაა – პროექტის გაშვების წინ, ყურადღება მიწოდებაზე გადაიტანეს. შედეგად, პროექტების მენეჯერები, ვერ გრძნობენ ბიზნეს-ქეისის ბოლო მონაცემების საფუძველზე განახლებას. Sony Ericsson-მა თითქმის სრულად შეწყვიტა პროექტები, მათი შემუშავების შუა პროცესში.

მაშინაც კი, როდესაც პროცესი გვიან სტადიაზეა, წარმოების შეწყვეტა მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ პროექტების უმრავლესობას სჭირდება თავიანთი წილი შრომა და რესურსები. ერთმა პროექტმა შეიძლება ათეულობით სხვა შეაფერხოს. ბიზნეს-მოდელის განახლების გარეშე, ხელიდან გაუშვებთ იმ გაფრთხილებას, რაც შემდეგ არაპროპორციულად ძვირი ჯდება ხოლმე.

იმისათვის, რომ პრიორიტეტების აღრევისგან დაიზღვიოთ თავი, Stage Gate პროცესის ბოლო ეტაპზე, შესაძლოა სასარგებლო იყოს ბიზნეს-ქეისების მკვლევარების როლის შექმნა.

ნუ განიცდით პროექტის გაუქმებას

ძალიან ემოციურია და შფოთვაც ახლავს, როდესაც პროექტის გაუქმების გადაწყვეტილების მიღება გიწევთ. როგორც კი პროექტმა მნიშვნელოვანი გაუარესება დაიწყო Sony Ericsson-მა შეამცირა მოლოდინები, თითქოს, ყველა მიზანი უკვე მიღწეული იყო. ბედის ირონიით, კომპანიას გაცილებით ადვილად შეუძლია ისეთი პროექტების დახურვა, რომლებსაც არ უჩვენებიათ ეკონომიკური გაუარესება. გადაჭარბებული ყურადღება ცუდი პროექტების მიმართ, უკეთესი ალტერნატივების დანახვაში გვიშლის ხელს. პროექტის დახურვის კრიტერიუმების წინასწარ განსაზღვრა ბევრად გაამარტივებს სიტუაციას, შეინარჩუნებს ემოციურ ენერგიას და უფრო მნიშვნელოვან ამოცანებზე ადვილად გადაგიყვანთ.

“დეტექტივებს” შეუძლიათ დაკავდნენ ბიზნეს-მოდელის ცვლილებებით. დამოუკიდებელი მაძიებლები გადაწყვეტილების მიმღებებს აწვდიან ახალ ინფორმაციას, ტექნოლოგიურ წინსვლაზე, მომხმარებელთა საჭიროებებზე, კონკურენტებსა თუ სხვა ფაქტორებზე, რაც ბიზნეს-ქეისთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და გრძელვადაში, მარცხს აარიდებს კომპანიას.

წყარო: HBR



Facebook ახალ გასაცნობ აპლიკაციას ჰქმნის!

„გამოიზაფხულე“ – Corso Italia-ს რეკლამა, რომელზეც სააგენტო ADvan-მა იმუშავა