in

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ „საზარელი“ საშობაო რეკლამა შექმნა

უკვე მეორე წელია, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია PETA საახალწლო რეკლამას ინდაურებს უკავშირებს. უბრალოდ, თუ გასულ წელს ჯგუფმა პოზიტიურ და ბედნიერ დასასრულზე გააკეთა აქცენტი, ახლა სიუჟეტს მეტად სამწუხარო, შემზარავი განწყობა შესძინა.

BOG

დამაფიქრებელ ანიმაციურ ფილმში, სახელწოდებით „Kill the Tradition, Not a Turkey“, მთავარ გმირად ინდაური ტესა გვევლინება. 90-წამიანი ვიდეორგოლი ხალისიან ნოტაზე იწყება — ტესა მღერის, იუმორისტულ კომენტარსაც აკეთებს ადამიანების „უცნაურ“ სადღესასწაულო რიტუალებზე… თუმცა ეს დადებითი განწყობა მალე სრულდება, როდესაც თავად იქცევა ამ საშობაო ტრადიციის ნაწილად.

ლონდონის კრეატიულ სააგენტო House 337-თან თანამშრომლობით შექმნილი ვიდეორგოლის მიზანია, უძველესი სადღესასწაულო წეს-ჩვეულებები გამოიწვიოს და საზოგადოებაში მათი შეცვლის იდეა გააჩინოს… ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას სურს, ამ მტკივნეული და პროვოკაციული რეკლამით ეთიკური ზომების მიღებას დაუდოს სათავე.

Billboard Georgia Stage – Billboard საქართველო კონცერტების უპრეცედენტო სერიას იწყებს

როგორ იყენებენ ბრენდები გამიფიკაციას?