in

Instagram მომხმარებლებს ტროლების პოზიტიურად დაბლოკვას სთავაზობს

veon
veon

მოკალით ისინი სიკეთით, — აცხადებენ Instagram-ში და მომხმარებლებს ტროლებთან გამკლავების სრულიად ახალ გზასაც წარუდგენენ. თუ აქამდე სოციალური ქსელი სიძულვილის შემცველ პირად შეტყობინებებსა და კომენტარებზე ანგარიშების დაბლოკვის საშუალებას გაძლევდათ, ახლა უფრო პოზიტიურ მიდგომას გთავაზობთ.

როცა, მაგალითად, ვიღაც პირად შეტყობინებებს გახსნის იმ მიზნით, რომ სხვას ცუდი რაღაცები მისწეროს, აპლიკაცია კეთილ შეხსენებას გაუგზავნის მას და სთოვს, დაეხმაროს Instagram-ს მხარდამჭერ ადგილად ქცევაში. ამ ყველაფერს კი იგი AI ბოტის დახმარებით მოახერხებს. 

ამ შეხსენებას მომხმარებლები მაშინაც მიიღებენ, როცა გადაწყვეტენ პირად შეტყობინებებში ცუდი რამ მიწერონ იმ ადამიანს, რომელსაც 10 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს ან უპასუხონ კომენტარზე ისეთი შეტყობინებით, რომელსაც ალგორითმი საზიანოდ ჩათვლის. 

მიზანი კი ერთია: სთხოვონ ადამიანებს, გაჩერდნენ და დაფიქრდნენ მანამ, სანამ რამეს გააკეთებენ. შესაძლოა, ეს არც ისე ეფექტური გეჩვენებოდეთ, როგორც დაბლოკვა, მაგრამ, თუ Instagram-ს დავუჯერებთ, ტესტირებები, რომლებიც ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, საკმაოდ შედეგიანი იყო. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი სისტემა მხოლოდ ინგლისურ, ესპანურ, პორტუგალიურ, ფრანგულ, ჩინურ და არაბულ ენებზე იმუშავებს. ამიტომ, ამ ენების მიღმა არსებული ტროლებისთვის ჯერჯერობით კვლავ ძველი მეთოდების გამოყენება მოგიწევთ…

მომხმარებლის შენარჩუნება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შეძენა

ლისის ტბიდან 5 წუთის გზაზე, განსაკუთრებული შთაბეჭდილებების შესაქმნელად, ყოველდღე გელიან