პირველი, რაც ახალი წლის მოახლოებას გვაგრძნობინებს ხოლმე, საახალწლო სიმღერებია. აუცილებელი არ არის, საკუთარი ფლეილისთი გავხსნათ და ასე შევიქმნათ განწყობა, ნაცნობ მელოდიებს დეკემბრის დადგომასთან ერთად ყველგან ვისმენთ, იქნება ეს სამსახური, მოლები თუ საზეიმოდ მორთული ქუჩები. მუსიკა მართლაც გვიბრუნებს სადღესასწაულო ემოციებს, თუმცა ძველი სიმღერების გახსენების შემდეგ, ხშირად გვინდება, მოვუსმინოთ ახალს.
მეამა უკვე მეორე წელია, რაც ქართველ არტისტებთან თანამშრომლობით, ყავის მოყვარულებს და არა მარტო, ახალ საახალწლო სიმღერებს სთავაზობს. წელს კომპანიამ მუსიკალური პროექტისთვის Killages შეარჩია და „მათი კოლაბორაცია ჯადოსნური გამოვიდა”. ქართულმა ჯგუფმა ინსპირაციად ახალი წლის ღამის ემოციები აიღო, თავისი ჩვეული ჟღერადობა შესძინა და მეამას საახალწლოდ მორთულ შენობაში შეასრულა.
ვიდეოკლიპის ნახვა „მეამას” სოციალურ ქსელებსა და Youtube-ზეა შესაძლებელი. სიმღერა — Killages – Christmas Sip (for Meama) კი მალე დაემატება Spotify-ზეც.
მეამას პირველი კოლაბორაცია ქართველ არტისტებთან, „მეამა ქოლექთის” საზაფხულო კამპანიისთვის შედგა, რომლის ფარგლებშიც, სიმღერები ბათუმისა და ქუთაისისთვის დამახასიათებელი განწყობით დაიწერა. წინა წელს კი ოთხმა განსხვავებულმა არტისტმა მეამასთვის სხვადასხვა ჟანრის საახალწლო მელოდიები შექმნა.
[პარტნიორის კონტენტი]