რუსთავულმა ბენდმა Killages სადებიუტო ალბომი, „Original Brothers” გამოუშვა. 11 კომპოზიციისგან შემდგარ ალბომში ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა სტილი და ჰიპ-ჰოპი ალბომის მუსიკალურ ველს ქმნის, ჯგუფის წევრები კი ინდივიდუალური სიმღერების პროდიუსერებად გვევლინებიან.
Killages 2017 წელს დაარსდა და 4 წევრისგან შედგება, დროთა განმავლობაში ჯგუფის მუსიკალური სტილი შეიცვალა და აკუსტიკური სიმღერებიდან მთლიანად ელექტრონულ ჟღერადობაზე გადაერთვნენ.










