in

კიმ კარდაშიანი T-mobile-ის რეკლამაში

T-mobile-ი სუპერთასისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. სუპერთასის მომზადებული ვიოდეო მომხმარებლისთვის ძალიან საჭირო მესიჯის მატარებელია და შესაბამისად, ბრენდს ფართო აუდიტორია ესაჭიროებოდა.

რეკლამაში მონაწილეობა ამერიკელ მსახიობს და მოდელს კიმ კარდაშიანს სთხოვეს. ვიდეო რგოლი ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხება და მეორეს მხრივ ამ ყველაფერს იუმორით აკეთებს. კიმ კარდაშიანი მობილურის ოპერატორებს მოუწოდებს გასახარჯი მეგაბაიტები ხელუხლებელი დატოვონ და მომხმარებელს ანგარიშზე დაუბრუნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ მოახერხებენ მსახიობის გარშემო მომხდარი მოვლენების და ჭორების საქმის კურსში ყოფნას.

რეკლამის მხარდასაჭერად კარდაშიანმა თავის ტვიტერზეც იგივე მოწოდება გამოაქვეყნა და გამომწერებს ახალი რეკლამის გამოჩენა აცნობა. T-mobile მომხმარებლის პოზიციებს უკვე დიდი ხანია იცავს, შარშან მათ გადაიღეს რეკლამა, სადაც ტელეფონზე კონტრაქტების გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ.

http://youtu.be/ZTwzsV3I3OQ

Mercedes-ის ზღაპრული რეისი და სუპერთასის რეკლამა

ჩვენ გვიყვარს ამბების გამოგონება “Canal+”-ის ახალი რეკლამა