15
Feb
2017

451 ფარენჰაიტი, ანუ ტემპერატურა, რომელზეც ქაღალდი იწვის – Kindle–ის პროვოკაციული რგოლი

15 Feb 2017

Elit Electronics


გამორიცხულია Kindle–ის ახალ ვიდეორგოლს უყუროთ და ამერიკელი მწერლის რეი ბრედბერის საკმაოდ ცნობილი რომანი “451º ფარენჰაიტი” არ გაგახსენდეთ. 451 გრადუსი ფარენჰაიტით, ანუ ტემპერატურა, რომელზეც ქაღალდი იწვის და ტექნოლოგიის განვითარების პერიოდში განადგურებული, არასაჭირო წიგნები… Kindle–ის ახალი ვიდეორგოლი, სახელწოდებით “დაკრძალვა”, ნამდვილად ძალიან პროვოკაციული და ემოციურია, შეიძლება ითქვას, იმდენადაც, რომ რთულია განსაზღვრო, რგოლის სიუჟეტი უარყოფითი შინაარსის მატარებელია, თუ შეფარვით, მაგრამ ხმამაღლა ნათქვამი მწარე რეალობა. ასეა თუ ისე, ბრენდის სითამამემ მომხმარებელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა.   

 

განხილვა