King David-მა საერთაშორისო კონკურსში Europian Property Awards მიიღო მონაწილეობა, 5 ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო და საქართველოში საუკეთესო მრავალფუნქციურ კომპლექსად დასახელდა. საცხოვრებლის მშენებლობის დასრულება შემდეგი წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. მშენებლობის პერიოდში საზოგადოებაში ბევრი ეჭვი გაჩნდა როგორც კომპლექსის საძირკვლის სიმყარეზე, ასევე მის ფასებთან დაკავშირებით. მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ნინი მარიამიძემ საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა და ასევე, კომპლექსის პირველ საერთაშორისო წარმატებაზე ისაუბრა.
M: გვესაუბრეთ King David-ის შესახებ.
King David პირველი კონდომინიუმის ტიპის მრავალფუნქციური კომპლექსია საქართველოში. პროექტს ავსტრიული კომპანია Rezid Holding GMBH ახორციელებს. პროექტის კონცეფციაზე მუშაობისას მიზნად დავისახეთ საქართველოში სრულიად ახალი ცხოვრების სტანდარტი დაგვენერგა.
ეს არის პროექტი, რომელშიც საერთო ფართის თითქმის 40% ინფრასტრუქტურას ეთმობა და ორ დამოუკიდებელ შენობას, 31 და 19 სართულიან კოშკებს აერთიანებს. მაღალ კოშკში King David Residences მხოლოდ საცხოვრებელი ფართები განთავსდება, დაბალ კოშკში King David Business Center კი, A კლასის ბიზნეს ცენტრი, რომლის ბოლო 2 სართული სასტუმროს დაეთმობა. კოშკები ერთმანეთთან 6 სართულით არიან დაკავშირებულები და სწორედ ამ სართულებზეა განთავსებული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. მათ შორის არის: აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრი, სილამაზის სალონი, ღია ტერასაზე გაშენებული ბაღი საბავშვო მოედნით და ჯანსაღი კვების კაფეთი, რესტორანი, კაფეტერია, ბავშვთა ოთახი, ივენთჰოლი, მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი საკუთარი ბარი და პარკინგი. ეს არის სასტუმროს ტიპის კომპლექსი თბილისის საუკეთესო პანორამული ხედებით და სრული მომსახურების სპექტრით, რომელიც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს იმუშავონ, გაერთონ და განიტვირთონ შენობიდან გაუსვლელად.
King David ფაქტობრივად ერთი პატარა ქალაქია, რომელიც აღჭურვილია დამატებითი დენის და წყლის წყაროთი. რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მაცხოვრებლები ვერასდროს იგრძნობენ შუქის, ან წყლის გათიშვას ქალაქში.
M: როდის დაიწყო მშენებლობა და როდის დასრულდება?
მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და მშენებლობის ნებართვის მიხედვით 2017 წლის 1 ივლისს უნდა დასრულდეს. მშენებლობის ნებართვის ვადა აღვნიშნე, რადგან ბევრს აქვს მოსაზრება, რომ მშენებლობა დაუსრულებლად მიმდინარეობს და დიდი ხანია ვადებს გასცდა, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
M: არის ბევრი ეჭვი კომპლექსის ფასების სიძვირესა, თუ მისი საძირკვლის არამდგრადობაზე. არსებობს თუ არა მსგავსი ეჭვების საფუძველი?
King David -ის შესახებ ბევრი ჭორი მოგვისმენია, თუმცა 2 ძირითადი ჭორი მის ფასებსა და საძირვლის არამდგრადობაზე მაინც ყველაზე გავრცელებულია. საძირკვლის სიმყარეზე ეჭვებს პროექტის კლდეზე მდებარეობა განაპირობებს.
მშენებლობის დაწყების წინ, კლდეს ჩაუტარდა გეოლოგიური და გეოფიზიკური შემოწმება, რომლის მიხედვითაც, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საძირკველი საქართველოში. გეოლოგიური და გეოფიზიკურ დასკვნებთან გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. პროექტის ფასადი შესრულდა გერმანული კომპანიის SCHUCO-ს ზედამხედველობით და მათ მიერვე ჩაუტარდა შემოწმება გერმანიაში. შემოწმებამ აჩვენა, რომ ფასადი გათვლილია ნებისმიერი სახის სტიქიაზე, მათ შორის 9 ბალიან მიწისძვრაზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ეტაპზე მშენებლობას უტარდებოდა შემოწმება როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამ შემოწმების დასკვნებთან გაცნობაც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი.
მეორე ჭორი ჩვენს ფასებს ეხება. რეალურად, King David – ში 1 კვ.მ-ის ღირებულება 1500$-დან იწყება და მაქსიმალური ზღვარი 3100$-ია. ფასების ცვლილებას პირველ რიგში განსაზღვრავს ხედი, შემდეგ კი სართული. ვთვლი, რომ ფასები, პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე, საკმაოდ კონკურენტუნარიანია საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის. მინიმალური ფართი 54 კვ.მ-ია. ეს არის სტუდიოს ტიპის აპარტამენტი, დამოუკიდებელი, ე.წ „მასთერ“ საძინებლით. ამ ტიპის ფართებს ძირითადად მომავალში გაქირავების მიზნით ყიდულობენ.
M: მოგვიყევით თქვენი საერთაშორისო წარმატების შესახებ.
ჩვენთვის მოულოდნელად, ზაფხულში უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური კონკურსიდან International Property Awards დაგვიკავშირდნენ და ევროპის განყოფილებაში მონაწილეობა შემოგვთავაზეს. რა თქმა უნდა დავთანხმდით და გავაგზავნეთ პროექტის პრეზენტაცია.
კონკურსზე წარდგენილ პროექტებს მსოფლიოში უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე ცნობილი ექსპერტები აფასებენ. სწორედ მათი გადაწყვეტილებით, კომპლექსმა უმაღლესი, ანუ 5 ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო და Europian Property Awards-ის ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში Best Mixed-use Development Georgia, ანუ დასახელდა საუკეთესო მრავალფუნქციურ კომპლექსად საქართველოში. დაჯილდოვებას, რომელიც 27 ოქტომბერს ლონდონში გაიმართა, ევროპის ქვეყნების წამყვანი დეველოპერები, არქიტექტორები და უძრავი ქონების სააგენტოები ესწრებოდნენ.
King David ახლა საახალწლო აქციისთვის ემზადება და ბევრ საინტერესო შეთავაზებას ვამზადებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის.