in

King David-ის კომპლექსში Snap Fitness Premium-ის საცურაო აუზი გაიხსნა

ჩვენი ყოველდღიური, დატვირთული რუტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს განტვირთვის საშუალება. სიახლე, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, იმედია, სასიამოვნო იქნება თქვენთვის, რადგან მისი შექნის იდეა ორიენტირებულია იმაზე, რომ ყველას მიანიჭოს ბედნიერება. ის ითვალისწინებს მის სივრცეში არსებულ ადამიანებს და ზრუნავს იმაზე, რომ აქ ყველა ერთმანეთს დაეხმაროს, შექმნას ერთგვარი კომუნა, რომელიც კომფორტული იქნება ყველა მომხმარებლისთვის.

საუბარია King David-ის კომპლექსზე, სადაც Snap Fitness Premium-ის საცურაო აუზი ოფიციალურად გიახსნა. ეს გახლავთ პრემიუმ კლასის დარბაზი, რომელიც მომხმარებელს 1 ივლისიდან საცურაო აუზით სარგებლობასაც სთავაზობს. აქ ვარჯიში შეეძლებათ როგორც კომპლექსში მცხოვრებლებს, ისე მის შიგნით მომუშავე კომპანიების თანამშრომლებსა და გარე მომხმარებლებს. 

ეს არის საქართველოში პირველი კონდომინიუმის ტიპის კომპლექსი სრული მომსახურების სპექტრით, რომელიც მცხოვრებლებს საშუალებას აძლევᲡ, იმუშავონ, გაერთონ და განიტვირთონ შენობიდან გაუსვლელად“, – გვეუბნებიან კომპანიის წარმომადგენლები. 

Snap Premium სივრცეში დაგხვდებათ 20მ-იანი საცურაო აუზი მოძრავი გადახურვის სისტემით, რომელიც მორგებული იქნება მომხარებლისთვის ოთხივე სეზონზე, რაც დამატებით კომფორტს უქმნის მათ. აუზზე განთავსებულია 80 შეზლონგი და რბილი სავარძლები. ამასთან, აქ ნახავთ მულტიფუნქციურ ბარსა და კვების ობიექტს, რომელიც ორიენტირებულია ჯანსაღი ცხოვრების სტილზე. მენიუ შედგება ჯანსაღი პროდუქტებისა და საფირმო კოქტეილებისგან.

„სნეპ პრემიუმი, ეს არის ადგილი, სადაც შენ ხდები family member და ხარ ქომუნითის ნაწილი, რომლის მიზანია, ცხოვრობდე ჯანსაღი ცხოვრების სტილით და განიჭებდეს ეს ბედნიერებას.
მთავარი კი ერთია – work on you for you”, – აცხადებენ კომპანიაში. 

[R]

სიყვარულით დაწყებული მეღვინეობა და თბილისიდან რაჭაში გადასული ილია მენაბდე

რა არის No coding და რაში გამოიყენება?