in

ეროვნული ბანკი ერეკლე II-ის მონეტების შექმნაზე კონკურსს აცხადებს 

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის – „საქართველოს მეფეები“ – გამოშვებას იწყებს. პირველი 2020 წელს გამოვა და ერეკლე მეორეს მოღვაწეობას მიეძღვნება. ამ მიზნით, სებ, 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად ღია კონკურსს აცხადებს. 

BOG
BOG

კონკურსის პირობების მიხედვით, ორივე მონეტას ერთნაირი დიზაინი უნდა ჰქონდეს და შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

  • ვალუტის დასახელება ქართულ ენაზე და ნომინალურ ღირებულებას „5 ლარი“
  • ქვეყნის დასახელება ორივე, ქართულ და ინგლისურ ენაზე – „საქართველო“/”Georgia”
  • გამოშვების წელი – 2020

საკონკურსო განაცხადები 20 მარტის ჩათვლით მიიღება.  დეტალური ინფორმაცია იხილეთ სპეციალურ ბმულზე.

„აღნიშნული სერიის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზაცია და გამორჩეული ეტაპების აქცენტირება, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი. ამ ფორმით  მოთხრობილი და გამთლიანებული ქვეყნის ისტორია აღიქმება, როგორც კონკრეტული გზავნილი თანამედროვეობისადმი. შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიისთვის“.

საკოლექციო დანიშნულების ფულის ნიშნების გამოსაშვებად დამტკიცებული სხვა თემები იხილეთ ბმულზე

როგორ გავთავისუფლდეთ სხვების აზრზე დამოკიდებულებისგან

რას ხედავთ ამ ბანერზე? – Coca-Cola-ს გარე რეკლამა