1
May
2014

„კონკურენცია წლიდან წლამდე იზრდება, რაც ბაზარზე ხარისხის გაზრდას უწყობს ხელს“

1 May 2014

Startauperi
Startauperi


“კინგსი” საგანმანათლებლო ღონისძიებების მენეჯმენტის კომპანიაა. მათ შორისაა, საქართველოში ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადები და პროექტები, რომლის საშუალებითაც ქართველ უფროსკლასელებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ მიიღონ ევროპული უმაღლესი განათლება.

niko nikoladze1ნიკო ნიკოლაძე (პროექტების განვითარების მენეჯერი): ახლა კომპანია “კინგსი” ორგანიზებას უწევს ეროვნულ ოლიმპიადას ინფორმატიკაში და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით შეარჩევს ეროვნულ ნაკრებსაც, რომელიც გაემგზავრება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI 2014) ტაივანში და საქართველოს ღირსებას დაიცავს.

რამდენად დიდია კონკურენცია მსგავსი ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით?

უშუალოდ საგანმანათლებლო პროექტების მენეჯმენტით დაკავებული სხვა კომპანია საქართველოში, ვფიქრობ, არ არის. თუმცა, ჩვენს თითოეულ პროექტს აქვს უშუალო ანალოგი, რომელსაც სხვადასხვა ქართული ორგანიზაციები ახორციელებენ და შესაბამისად, ჩვენს კონკურენტებსაც სწორედ ისინი წარმოადგენენ. ჩემი აზრით, კონკურენცია წლიდან წლამდე იზრდება, რაც ბაზარზე ხარისხის გაზრდას უწყობს ხელს, ჩვენ კი გვიბიძგებს, გავაგრძელოთ თითოეული პროექტის დახვეწა და განვითარება. საბოლოოდ კი, ამით მოგებული პირველ რიგში მომხმარებელია.

რა მნიშვნელობა აქვს ასეთ ღონისძიებებს?

ვფიქრობ, ზოდაგად სასწავლო ოლიმპიადები ხელს უწყობენ განათლების პოპულარიზაციასა და წახალისებას. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ოლიმპიადაში მონაწილეობა, რადგან – “ზოგჯერ ვიმარჯვებთ, ზოგჯერ კი ვსწავლობთ”. რაც შეეხება უშუალოდ ინოფრმატიკის ოლიმპიადას, წელს პირველად საქართველოში გაიმართა მოსწავლეთა ოლიმპიადის დაუსწრებელი – ონლაინ ტური და მიხარია, რომ ეს მოვლენა სწორედ ჩვენი კომპანიის სახელს უკავშირდება.

pic

მონაწილეების მსურველები რამდენად ბევრნი არიან და რამდენად დიდია კონკურენცია?

ინფორმატიკის ოლიმპიადის მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად ნაკლებია სხვა საგნებთან შედარებით. ინფორმატიკა არ არის სავალდებულო საგანი სკოლებში, ამიტომაც, მოსწავლეთა აქტივობა ნაკლებია. საქართველოში სულ რამოდენიმე სკოლა და ორგანიზაციაა, სადაც მოსწავლეებს პროგრამირების შესწავლა შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრები მუდმივად აღწევს წარმატებას საერთაშორისო ოლიმპიადებზე. ასეთ კონკურსებში კარგი შედეგის ჩვენება კი ნიშნავს იმას, რომ ამ მოსწავლეებს მიეცემათ შანსი იმუშაონ ისეთ კომპანიებში როგორებიც არიან Google, Facebook, Dropbox, VMware და ა.შ. პრაკტიკულად ყველა ქართველი, რომელიც ამ კომპანიებში დღეს საქმიანობს, წარსულში საქართველოს ინფორმატიკის ნაკრების წევრი იყო.

განხილვა