in

პირველი ევროპული სტიპენდია საუკეთესო კინგსელებს!

ISE ქართველი მოსწავლეების წარმატებით დაინტერესდა!

კინგსელები2015 წლიდან „კინგსი“ ISE-ს – “International System of Examination”, ასოცირებული წევრი გახდა, რაც კინგსის მიერ ორგანიზებული ოლიმპიადების საყოველთაო გამოცდად აღიარებას გულისხმობს. თანამშრომლობის საწყის ეტაპზე კინგსმა შეძლო ორგანიზაციის დაინტერესება წარმატებული ქართველი მოსწავლეებით. ISE- გამორჩეული კინგსელებისათვის სტიპენდია დააწესა, რაც კინგსის ოლიმპიaდების მონაწილეებს საშუალებას აძლევს საერთაშორისო ორგანიზაცია ISE- სტიპენდიანტები გახდნენ.

სასტიპენდიო ფონდი, რომელიც ორგანიზაცია ISE-სა და კინგსის, როგორც ასოცირებული წევრის, ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნა, 3000 ლარს შეადგენს, რომელსაც საქართველოში პირველად საუკეთესო კინგსელი მიიღებს!

„International System of Examination“ არის ორგანიზაცია, რომელიც განვითარებადი ქვეყნების განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობას ადგენს.

“კინგსის” მთავარი მიზანია, 2015 წლის გაზაფხულის სეზონის მიმდინარეობის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ორგანიზაციის სრული წევრის სტატუსის მოსაპოვებლად, რათა მნიშვნელოვნად დააჩქაროს ევროპული განათლების ელემენტების დანერგვისა და ქართულ რეალობაში განვითარების პროცესები.

სწორედ ამიტომ, პირველად საქართველოში კინგსმა მოიწვია ISE- 26 ექსპერტი, რომლებიც გაზაფხულის სეზონის განმავლობაში რეგულარულად კინგსის ოლიმპიადების მიმდინარეობას დააკვირდებიან, რათა სრულყოფილად დაკმაყოფილდეს ყველა ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციის სრული წევრის სტატუსის მოსაპოვებლად.

ეს ჩემი საჯდომია! ინსპირაციული რეკლამა მათთვის, ვისაც საკუთარი წონა აწუხებს!

22 მარტს რეპერი L’ONE თბილისში