Kingston Technology — მსოფლიოს უმსხვილესი ამერიკული კომპანია კომპიუტერული მეხსიერების წარმოების დარგში დღეს 35 წლის გახდა. კომპანიამ Forbes-ის სიამდე განვითარების საინტერესო გზა განვლო. გთავაზობთ 35 ფაქტს Kingston-ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ისტორიის შესახებ, რომელმაც ბრენდი დღევანდელ წარმატებამდე მოიყვანა.
- ამერიკული კომპანია Kingston Technology არის ყველაზე მსხვილი კერძო კომპანია მეხსიერების წარმოების დარგში
- პრაქტიკულად, მსოფლიოში ყოველი მეორე კომპიუტერი ან ნოუთბუქი იყენებს კომპანია Kingston Technology-ის ქარხანაში, როგორც საკუთარი, ასევე სხვა მწარმოებლების ბრენდის ნიშნით დამზადებულ ოპერატიულ მეხსიერებას.
- 2005 წელს კომპანია Kingston Technology-მ გახსნა მსოფლიოში ყველაზე დიდი მეხსიერების მოდულების მწარმოებელი ქარხანა.
- Kingston Technology 100%-ით ტესტავს ყველა იმ კომპონენტს, რომლითაც მზადდება მეხსიერების მოწყობილობა. ასევე, იტესტება მზა პროდუქციის 100%.
- Kingston Technology-ისა და მისი ქვედანაყოფების ასორტიმენტი ითვლის 2 000-ზე მეტ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას.
- 2020 წელს კომპანიის ბრუნვამ შეადგინა $12,8 მილიარდი.
ისტორია
- კომპანია Kingston Technology 1987 წლის 17 ოქტომბერს შეიქმნა. მწარმოებელ ჯონ ტუს და ინჟინერ დევიდ სანის მიერ, სახელი კი მუსიკალური ჯგუფის, Kingston Trio-ს, პატივსაცემად დაერქვა, რომლის სიმღერებიც ჯონ ტუს უყვარს.
- კომპანიის ერთ-ერთი პირველი პროდუქტი მეხსიერების პრინციპულად ახალი მოდული იყო, კონტაქტების ერთრიგიანი განლაგებით (SIMM), რომელიც წინა თაობის კომპონენტების ბაზაზე შეიქმნა და წლების მანძილზე განსაზღვრა სფეროს სტანდარტები.
- კომპანიის შექმნას წინ უძღოდა „შავი პარასკევი“, რომელმაც აშშ-ის ბირჟები ჩამოშალა. ჯონ ტუმ და დევიდ სანმა დაკარგეს მთელი დანაზოგი, რომელიც წინა ბიზნესის გაყიდვით დააგროვეს, კრედიტორების ვალი კი $200 000 შეადგენდა.
- კომპანიის დაარსების საწყის ეტაპზე ტუ და სანი მეხსიერების ჩიპებს პირდაპირ ავტოფარეხიდან ყიდდნენ, ნაღდი ანგარიშსწორებით.
- პირველ კლიენტთან მოლაპარაკების წარმოებისთვის, უფულოდ დარჩენილმა ჯონ ტუმ და დევიდ სანმა პატარა ოფისი იქირავეს რამდენიმე დღით. თანამშრომლების როლს კი მათი მეგობრები და ნათესავები თამაშობდნენ.
- Kingston Technology-ის სიმბოლო — წითელი თავი, Red Head, რომელიც ასევე ცნობილია Rex-ის სახელით, გამოჩნდა 1989 წლის სარეკლამო კამპანიის შემდეგ, რომლის ლოზუნგიც იყო „გაიუმჯობესე მეხსიერება“. რეკლამაში ჩანდა ხელების გამოსახულება, რომელიც თავში დამატებითი მეხსიერების მოდულებს აყენებდა. თანამედროვე სახე წითელმა თავმა 1992 წელს მიიღო.
- კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს კალიფორნიაში, ქალაქ ფაუნტენ-ველიში (Fountain Valley), რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 55 000 ადამიანია. გარდა Kingston Technology-სა, ამ ქალაქში მდებარეობს კომპანია D-Link-ის შტაბ-ბინა და კომპანია Hyundai Motors-ის მთავარი ამერიკული ოფისი.
- პირველი წარმატების შემდეგ, ჯონ ტუ დევიდ სანს ბიზნესიდან გასვლის აუცილებლობაში არწმუნებდა. მათ დადეს შეთანხმება: ტუს სანისთვის „იაგუარი“ უნდა ეყიდა კომპანიის წარმატებული განვითარების შემთხვევაში. სანაძლეო სანმა მოიგო.
- 1996 წელს კომპანია Kingston Technology-ის აქციების 80% იაპონურ Softbank-ს მიჰყიდეს $1,5 მილიარდად. 1999 წელს სანმა და ტუმ კომპანია უკან გამოისყიდეს და მხოლოდ $450 მლნ გადაიხადეს. იმავე წელს კომპანიის მოგებამ $1,5 მილიარდი შეადგინა, თავად კომპანია Kingston Technology შევიდა Forbes500-ში.
- 2002 წელს შეიქმნა სპეციალიზებული ქვედანაყოფი — HyperX, ორიენტირებული გეიმერებისა და ენთუზიასტებისთვის მაკომპლექტებლების და პერიფერიის შემუშავება/შექმნაზე. ბრენდი HyperX გახდა მსოფლიო გეიმერული ინდუსტრიის ლიდერი, რომელიც ასპონსორებდა 20-ზე მეტ პროფესიონალურ კიბერსპორტულ გუნდს. მან დაამყარა ოპერატიული მეხსიერების აჩქარების რამდენიმე რეკორდი. 2021 წელს Kingston-მა ბრენდი HyperX და პერიფერიული მოწყობილობების ბიზნესი ამერიკულ კომპანიას Hewlett-Packard-ს მიჰყიდა. გარიგების ღირებულებამ შეადგინა $425 მლნ.
- Hewlett-Packard-თან გარიგების შემდეგ, Kingston Technology-მ HyperX-ის ბრენდის ქვეშ არსებული მაკომპლეტირებლები გამოუშვა ახალი ბრენდით Kingston FURY. ბრენდი წარმოადგენს ოვერქლოქერებისა და კიბერსპორტსმენებისთვის DRAM-ისა და SSD-ის დარგში მაღალპროდუქტიულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ახალი თაობის ოპერატიულ მეხსიერება DDR5-სა და მეხსიერების მოდულებს RGB ნათებით.
- 2010 წელს კომპანია Kingston Technology-მ, მეხსიერების მოწყობილობის კონტროლერების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელთან, კომპანია Phison-თან ერთად, შექმნა ერთობლივი კომპანია Kingston Solutions, Inc. (KSI), რომლის მიზანიც იყო ტექნოლოგიის მსოფლიო ბაზარზე ფლეშ-მეხსიერება eMMC-ის დაწინაურება და გახდა კიდეც ბაზრის ლიდერი მონაცემების შენახვის გადაწყვეტილებების დარგში. 2020 წელს Kingston-მა გამოისყიდა Phison-ის წილი 1,7 მლრდ ტაივანურ დოლარად (დაახლოებით $57 მლნ).
ფილოსოფია
- კომპანიის ხელმძღვანელები და რიგითი თანამშრომლები ერთ შენობაში მუშაობენ. ყოველ თანამშრომელს მაგიდაზე უდევს ბარათი, წარწერით „Kingston-ის ოჯახის წევრი“, სამუშაოს დაწყების თარიღის მითითებით.
- 1996 წელს აქციების ნაწილის გაყიდვის შემდეგ, კომპანიის დამფუძნებლებმა თავიანთ თანამშრომლებს პრემიების სახით $100 მლნ დაურიგეს.
- ჯონ ტუ უკრავს დასარტყამ ინსტრუმენტებზე ჯგუფში — JT&California Dreaming.
- 2002 წელს კომპანიამ ჩაუშვა პროგრამა “Green Initiative” (ეკოლოგიური ინიციატივა) და გახდა ერთ-ერთი პირველი ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც გააცნობიერა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების აუცილებლობა. 2015 წელს Kingston-ის ინიციატივა აღინიშნა პრესტიჟული ჯილდოთი Green Dot Award, რომელიც გამორჩეული ეკოლოგიურად უსაფრთხო გზებით მიღებული პროდუქტისა და მომსახურებისთვის ენიჭებათ.
- დევიდ სანი და ჯონ ტუ აშშ-ში ცნობილები არიან თავიანთი ქველმოქმედებით, ყოველწლიურად სწირავენ მილიონობით დოლარს პროგრამებს განათლებისა და მედიცინის დარგში.
- 2007 წელს ბრიტანულმა გამოცემამ The Times, Kingston გამოაცხადა კონკურს Times Leadership Challenge-ის გამარჯვებულად, მსოფლიოს გაჭირვებულ რეგიონებში მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტისთვის, მათ შორის: წყლის გაწმენდისა და საცხოვრებელი რაიონების აღდგენის მიმართულებით.
- 2010 წელს Kingston Technology-იმ გამოუშვა USB ფლეშ მეხსიერება — “This is it” — რომელიც მაიკლ ჯექსონის არშემდგარ ტურს მიუძღვნა. მასზე დაყენებული იყო Windows Media Player და ჩაწერილი იყო დოკუმენტური ფილმი მომღერლის შესახებ.
- Kingston Technology-ის ფილოსოფია მდგომარეობს ლოზუნგში: „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამშრომლებზე და პარტნიორებზე, ისინი კი იზრუნებენ ჩვენს მომხმარებლებზე“.
Technologies, Awards, Records
- 2011 წელს Kingston Technology-მ შექმნა მსოფლიოში პირველი მეხსიერების მოწყობილობა DDR3, ტაქტური სიხშირის ავტომატური გაზრდის მხარდაჭერით — HyperX PnP.
- 2013 წელს Kingston Technology-მ წარმოადგინა მსოფლიოში პირველი „ფლეშკა“ 1TB მოცულობით, 2017 წელს კი მსოფლიოში პირველი „ფლეშკა“ — 2TB მოცულობით.
- 2021 წელს Kingston Technology-იმ, Intel და SK Hynix-თან ერთად გახდა ახალი თაობის ოპერატიული მეხსიერების DDR5-ის ერთ-ერთი შემმუშავებელი და მწარმოებელი.
- 2022 წლის აპრილში ტაივანელმა ოვერქლოქერმა კოვან იანგმა დაამყარა ახალი რეკორდი, Kingston FURY Beast DDR5-ის აჩქარებამ 10 004მჰც ეფექტურ სიხშირეს მიაღწია.
- 2022 წელს Kingston Technology-მ წარმოადგინა მსოფლიოში პირველი მეხსიერების მოდული DDR5 AMD Expo სერტიფიცირებით.
- კომპანიის დამაარსებლები შედიან აშშ-ს ყველაზე მდიდარი ადამიანების Forbes 100-ეულში.
- კომპანია Imation-სგან USB ტექნოლოგიისა და IronKey აქტივების შეძენის შემდეგ, 2016 წელს Kingston Technology გახდა დაშიფვრით დაცული USB მეხსიერების მსოფლიოში ყველაზე დიდი მომწოდებელი.
- Kingston Technology არის Advance Validation Labs (AVL) ლაბორატორიის მშობელი კომპანია, რომელიც წარმოადგენს კომპიუტერული მეხსიერებისა და ჩიპების ტესტირების მსოფლიო ცენტრს, ასევე ახარისხებს ჩიპებს წარმადობის მიხედვით. ლაბორატორია AVL ტესტავს როგორც Kingston-ის მიერ წარმოებულ მეხსიერებას, ასევე OEM და სხვა მწარმოებლების ჩიპებს.
- 2021 წლის სექტემბერში Advance Validation Labs (AVL) ლაბორატორია გახდა ერთადერთი გამტესტი ლაბორატორია, რომელიც ავტორიზებულია Intel-ის მიერ და უძღვებოდა ახალი თაობის ოპერატიული მეხსიერების DDR5-ის ვალიდურობის სრულ პროგრამას, ამ მწარმოებლის პლატფორმისთვის.
[პარტნიორის კონტენტი]