დღევანდელ ციფრულ სამყაროში ყველაფერს ტექნოლოგიურ მოწყობილობებში ვინახავთ, იქნება ეს ვიზუალური მასალა თუ დოკუმენტები და სხვადასხვა ტიპის ფაილები. თუმცა რთულია წლების განმავლობაში ნაგროვებ კონტენტს ერთიანად მოვუყაროთ თავი, ერთ კომპაქტურ სივრცეში დავატიოთ — ამიტომაც გაჩნდა ტექნოლოგიური ინოვაციების საჭიროება ამ მიმართულებითაც, რასაც დღეს გარე SSD-ის სახელით ვიცნობთ. ამასთან, ის იდეალური მოწყობილობაა კონტენტის შემქმნელებისთვის, ვინც უამრავ ფოტოს ან ვიდეოს იღებს, შემდეგ კი მონტაჟი, დამუშავება და სხვა მოწყობილობაში გადატანა სჭირდება.
ამ შესაძლებლობების გათვალისწინებით, SSD-ის მომხმარებელთა არეალი ძალიან დიდია, მით უმეტეს, დღევანდელ ციფრულ, კონტენტით გაჯერებულ რეალობაში. მათ შორის არიან ფოტოგრაფები, ტიკტოკერები, ვიდეოგრაფები, გრაფიკოსები, მუსიკოსები, დიჯეები და ა. შ.
სწორედ აღნიშნულ საკითხებს ეხმიანება Kingston-ის მიერ შემუშავებული უახლესი პორტატიული გარე SSD — მოდელი XS1000, რომლის გაყიდვებიც უკვე საქართველოშიც დაიწყო. ბრენდის მენეჯერმა, კიტ შემენტიმ ახალი პროდუქტის წარდგენისას აღნიშნა: „ციფრული მოწყობილობების მომხმარებლებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ მონაცემთა სწრაფი და საიმედო შენახვა, რომელიც ყოველთვის მარტივად ხელმისაწვდომი იქნება. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ XS1000 — მაქსიმალურად კომპაქტური და მსუბუქი, სტანდარტულთან შედარებით ნახევარი ზომის SSD“.
უშუალოდ ტექნიკურ მონაცემებზე რომ ვისაუბროთ, აღნიშნული მოდელი გამოირჩევა მაღალი სიჩქარით — 1050 მბ/წმ-ში, USB 3.2 Gen 2 სტანდარტით. მოცულობა კი 1-დან 2 ტერაბაიტამდეა. ამის გათვალისწინებით, Kingston XS1000 საშუალებას გაძლევთ, სწრაფად და მოხერხებულად შეინახოთ ფართომასშტაბიანი ფოტო/ვიდეო არქივები, დიდი ფაილები თუ სხვა ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ XS1000 Kingston-ის გარე მეხსიერების ხაზის მეორე პროდუქტია. პროფესიონალური მოდელი XS2000 (სიჩქარით 2000მბ/წმ და 4TB მოცულობით) წელიწადზე მეტია საქართველოშიც ხელმისაწვდომია.
XS1000 იდეალურია კრეატორებისთვის: სისწრაფე, დიდი ტევადობა, მყისიერი ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ადგილიდან და კომპაქტურობა.
XS1000-ის გარე SSD სულ რაღაც 29 გრამს იწონის, მაქსიმალურად კომპაქტურია და ადვილად თავსდება ჯიბეში. შესაბამისად, მასში მოთავსებულ ინფორმაციაზე წვდომა ნებისმიერ დროსა და ადგილას გექნებათ. სხვა სიტყვებით, „ატარეთ ყველაფერი თქვენთან ერთად, შეინახეთ საჭირო დოკუმენტები, ფოტოები, აუდიო და ვიდეო ფაილები“. 1050 მბ/წმ-მდე წაკითხვის სიჩქარით კი ყოველთვის მყისიერ წვდომას მიიღებთ ამ სარეზერვო ასლებზე.
ასე რომ, SSD-ის კონტენტ კრეატორების ყოველდღიურობის გამარტივება შეუძლია — ყველა საჭირო მასალა ერთ კომპაქტურ მოწყობილობაში ეტევა. საქმე კი უფრო სწრაფად და ხარისხიანად სრულდება.
Kingston-ის შესახებ:
უკვე 35 წელზე მეტია, Kingston დიდ მონაცემებთან წვდომასა და გამოყენებაში გვეხმარება — ლეპტოპებსა თუ კომპიუტერებზე, IoT მოწყობილობებზე, როგორებიცაა ჭკვიანი და ტარებადი ტექნოლოგიები და ა. შ.
მსოფლიოს უმსხვილესი კომპიუტერების მწარმოებლები და ღრუბლოვანი ჰოსტინგის კომპანიები სწორედ Kingston-ს ეყრდნობიან. შესაბამისად, ყოველდღიურად გამოყენებადი მოწყობილობების ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ბრენდის პროდუქცია.
„ვცდილობთ, ჩვენი პროდუქციის მიღმა უფრო დიდი სურათი დავინახოთ, დავაკმაყოფილოთ მომხმარებლების საჭიროებები და მათ ინოვაციური, განსხვავებული გადაწყვეტილებები მივაწოდოთ“, — აცხადებენ ბრენდში.
მეტი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ როგორ არის კინგსტონი ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს.
[R]