ფილმის საუკეთესო პოსტერების წლევანდელი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ფოტოგრაფია, ფერწერა, კოლაჟი, ანუ ტრადიციული ტექნიკა და მშვენიერი სტილი ერთად კარგ ასორტიმენტს იძლევა.
ჯერჯერობით კინო პლაკატების დიზაინის სამყარო წინააღმდეგობას უწევს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ხელოვნების ნებისმიერ შემოჭრას და თითოეული მათგანი ადამიანის შემოქმედების პროდუქტია.
ერთად გადავხედოთ 2022 წლის გამორჩეულ პოსტერებს…
Everything Everywhere All at Once
პოსტერის დიზაინზე ტაივანელ-ამერიკელი მხატვარი ჯეიმს ჯინი AV Print-თან ერთად მუშაობდა. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამ ფილმისთვის აუცილებელი იყო ეკლექტიკური პოსტერი, რომელიც შეეფერებოდა თავად დიზაინერის ჰიპერსტილიზებული ესთეტიკასა და, რა თქმა უნდა, თავად ფილმის სინოფსისს. ეპიკურ პროპორციებს, რომლებიც მათ შექმნეს, მაყურებელი პარალელურ მოგზაურობებში გადაჰყავს.
Pinocchio
გილერმო დელ ტორომ თავისი ახალი ფილმის ვიზუალის შესაქმნელად ასევე ჯეიმს ჯინს მოუხმო. მიუხედავად იმისა, რომ იდეა დისნეის 1940 წლის ფილმის ნაცნობ იკონოგრაფიას ეყრდნობოდა, რეჟისორს ჯეიმსისგან მაინც სურდა, მისეული, ახლებური აღქმა ჩაედო ამ ნამუშევარში. დიზაინერი იხსენებს, რომ ფილმი შთაგონებული იყო თავად დელ ტოროს მამასთან ურთიერთობით, ამიტომ ის ეცადა, მაქსიმალურად გამოეხატა გრძნობის სიღრმე და თავისუფლების წყურვილი, რომელსაც პინოქიო გამოხატავს.
On the Line: The Richard Williams Story
თეთრებში ჩაცმული პერსონაჟი თითქოს თეთრი ზღვიდან გამოდის და ხელში ჩოგნები უჭირავს. ეს პოსტერი დიზაინერ აკიკო სტერენბერგერს ეკუთვნის. ფილმი დოკუმენტურია და ეს მის ვიზუალზეც აისახება.
The Stranger
ეს, ერთი შეხედვით, მარტივი, პორტრეტული პოსტერი ნამდვილად გვიჩენს ინტერესს, რომ ფილმს ვუყუროთ. მარტივი კონცეფციაა, თუმცა შესანიშნავად შესრულებული. ის Intermission Film-ს ეკუთვნის.
The Tsugua Diaries
პოსტერის დიზაინერია Midnight Marauder. დანახვისთანავე ვხვდებით, რომ ის რაღაც მინიშნებას გვაძლევს გლობალური პანდემიისკენ, თუმცა ბევრ კითხვის ნიშანსაც ტოვებს, რათა თავად დავინტერესდეთ და ფილმში ვიპოვოთ პასუხი.
Tramps!
ცნობისმოყვარე პერსონაჟები, რომლებიც თამამად გამოდიან ანონიმური მკვეთრი ურბანული პეიზაჟის სახურავიდან სიცარიელის ქვეშ. პოსტერი იდეალურად და ლაკონიურად გამოხატავს კევინ ჰეგის ახალ რომანტიკულ დოკუმენტურ ფილმს. მისი ავტორი დერეკ გაბრიზაკია.
Tár
თქვენ რომ იმ ფილმის პოსტერს ქმნიდეთ, სადაც ქეით ბლანშეტი მონაწილეობს, მის სახეს ამ პოსტერზე აუცილებლად გამოიტანდით, არა? AV Print-მა კი შექმნა მარტივი გეომეტრიული კომპოზიცია – თამამი დიაგონალური გადახრა – დიდი შრიფტითა და ბლანშეტის არაორდინალური გამოსახულებით.
White Noise
ფილმის პოსტერი, როგორც წესი, გასაგები უნდა იყოს, რომ მისმა გზავნილმა ადრესატებამდე მიაღწიოს, თუმცა ზოგი დიზაინერი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც მეტ ყურადღებას მოითხოვს. P+A-მ, რომელმაც დიზაინი შექმნა, ეს ყურადღება ნამდვილად მიიზიდა.
Decision to Leave
ეს პოსტერი შემაშფოთებელ სიმშვიდეს გამოხატავს, რაც ზუსტად ასახავს იმ ემოციას, რომელიც ფილმშია. დიზაინი Empire Design-ს ეკუთვნის.
Earwig
და დღევანდელ სიაში ბოლოა Earwig-ის პოსტერი, ლორენ ლუფროის პოსტერით, რომელიც აგორაფობიური შიშის ძალიან ნაცნობ გრძნობას გადმოსცემს და ფილმის მთავარ სათქმელს ზუსტად შეეფერება.