1
Dec
2019

ქართული კინო-თამაშ “არენას” პრემიერა 2 დეკემბერს გაიმართება!

1 Dec 2019

თან თამაშობ, თან ფილმს უყურებ – “არენა” ქართული კინო-თამაშია, რომელიც adjarabet.com-ის ინიციატივით შეიქმნა. ფილმის პრემიერა 2 დეკემბერს შედგება და მისი ხილვა მაყურებელს ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა arena.ge-ზე, ღამის 12 საათზე შეეძლება. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ინტერაქციული კინოფილმის მართვა მაყურებელს პროცესშივე შეეძლება. ფილმი რამდენიმე განვითარებას მოიცავს, შესაბამისად, სწორედ, მაყურებელზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება სიუჟეტი.

ფილმის გადაღებები წყალტუბოში, მთელი ზაფხულის განმავლობაში, მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ცნობილი სახეები.

გადაღებებს Metro Production უძღვებოდა. პროექტზე სარეკლამო სააგენტო JWT Metro მუშაობდა. ფილმის რეჟისორი კი დავით ბორჩხაძეა.

“ჩვენ შევქმენით ისეთი პროდუქტი, რომელსაც ანალოგი არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიც არ გააჩნია. ჩვენ ინდივიდუალურ გამოცდილებას შევუქმნით თითოეულ ადამიანს, რადგანაც ისინი თვითნ მართავენ თამაშს” – ამბობს adjarabet.com-ის PR სამსახურის ხელმძღვანელი, ნინი გუჯაბიძე.

განხილვა