in

კორეაში კინოთეატრების ეკრანებს გეიმერები სათამაშოდ იყენებენ

დარბაზის დაქირავება ნებისმიერ მსურველს შეუძლია

Sporti
Sporti

კორონავირუსული პანდემიის შედეგად უფუნქციოდ დარჩენილ, დაკეტილ კინოთეატრებს კორეაში ახალი დანიშნულება მოუძებნეს – მსახიობი ეუი-ჯეონგ ლი და მისი სამი მეგობარი უზარმზარ ეკრანებს ვიდეო თამაშების სათამაშოდ იყენებენ. სამხრეთ კორეის უდიდესი კინემატოგრაფიული ქსელის, CGV-ის ფილიალში, მათ ორი საათით დაიქირავეს ეკრანები.

კინოთეატრში დარბაზის დაქირავება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, 6 საათამდე 90 დოლარად, ხოლო უფრო მოგვიანებით ფასი $135-მდე იზრდება. CGV-ის თანამშრომელს, Seung Woo Han-ს  იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მიხვდა, რომ ფილმებსა და ვიდეო თამაშებს ბევრი მსგავსება აქვს – “როდესაც ვფიქრობდი, როგორ უნდა გამომეყენებინა დაცარიელებული კინოთეატრები, მივხვდი, რომ დღესდღეობით ვიდეო თამაშები, შესანიშნავი გრაფიკითა და კარგად სტრუქტურირებული შინაარსით, ძალიან ჰგავს კინოს. ორივე მათგანს აქვს თხრობის ასპექტი. ასე რომ, ვფიქრობ, ვისაც ფილმის სანახავად კინოში სიარული უყვარს, აუცილებლად მოეწონება აქ თამაშის იდეაც”.

როგორც ჩანს, კორეა ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელმაც დაკეტილ კინოთეატრებს მსგავსი დატვირთვა მოუძებნა. აშშ-ში Malco Theatres გეიმერებს დარბაზისა და ეკრანის დაქირავების საშუალებას აძლევს. კარენ მელტონი, Malco-ს ვიცე პრეზიდენტი და მარკეტინგის დირექტორი ამბობს, რომ მართალია, ეს ხალხის მოსაზიდად ძალიან კარგი მარკეტინგული ხრიკია, თუმცა მოგების თვალსაზრისით, არანაირი შედეგი არ აქვს.

ასევე, აშშ-ს სხვა ქსელებმა, როგორიცაა AMC და Cinemark, მომხმარებლებს საშუალება მისცა, აუდიტორიები კერძო ჩვენებებისთვის დაჯავშნონ.


Mastercard სავაჭრო ობიექტებს კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების საშუალებას მისცემს

რა უნდა იცოდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ?