in

შემოდგომაზე თბილისში კიდევ ერთი კინოთეატრი გაიხსნება

შემოდგომაზე „თბილისი მოლში“ ახალი კინოთეატრი გაიხსნება. სხვა დეტალები, ჯერ-ჯერობით, უცნობია. თუმცა, სიახლე უკვე არსებულ კინოთეატრებშიცაა. „რუსთაველი “ და „ამირანი“ მომხმარებლებს 25, 50, 100, 200 ლარიან პლასტიკური სასაჩუქრე ბარათებს სთავაზობს.

Poster sasachuqre jurnalistvis2

კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორი დავით პირველაშვილი ამბობს, რომ ამ ბარათით შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტის შეძენა კინოთეატრის ბარსა და სალაროში. მისი თქმით, თანხა იხარჯება სრულად და ბარათზე ნაშთი არ რჩება.

დავით პირველაშვილი: პროდუქტის მიზანია უფრო კომფორტული გახადოს კინოში სიარული და მომხმარებლებს გაუადვილოს კინოთეატრების პროდუქტების შეძენა. კინომოყვარულისთვის საუკეთესო საჩუქარი კინოთეატრის ბილეთებია. უცხო არ არის ჩვენი ვიზიტორებისთვის ბილეთების ერთმანეთისთვის ჩუქება. შესაბამისად, ამ ბარათებით ჩვენ მათ საჩუქრების ჩუქების უფრო კომფორტული გზა შევთავაზეთ.

ასეთი აქციები რამდენად წაახალისებს მომხმარებლებს?

ვფიქრობ, რომ მსგავსი პროდუქტი საინტერესო უნდა იყოს მომხმარებლისთვის რადგან, როგორც უკვე გითხარით მომხმარებლები ისედაც ჩუქნიდნენ ერთმანეთს კინოთეატრის ბილეთებს. ამ ბარათების საშუალებით არა მხოლოდ ბილეთების ჩუქება შეიძლება არამედ ყველაფრის, რაც კინოთეატრების პოპკორნ ბარში და სალაროებში იყიდება.

ერთი პერიოდი, თითქოს, უფრო მეტად იყო კინოს „ბუმი“. ახლა ეს ინტერესი არც ისე დიდია. როგორ ფიქრობთ, რატომ და კიდევ თუ გეგმავთ სხვა კონკრეტულ აქტივობებს მომხმარებლების წახალისებისათვის?

კინოთეატრები კვლავაც აქტუალურია და წლიდან წლამდე იზრდება ვიზიტორების რაოდენობა. მაგალითად, 2013 წელს მოვიდა რეკორდული რაოდენობა კინოთეატრებში და წელს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას ვგეგმავთ იმის გათვალისწინებით, რომ მალე თბილისში კიდევ ერთი ახალი კინოთეატრი გაიხსნება.

უფრო კონკრეტულად?

2014 წლის შემოდგომაზე „თბილისი მოლში“ ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კინოთეატრი გაიხსნება. ამ ეტაპზე, სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.

Master Card-ი ერთი შეხებით განკურნავს კიბოს

Nike-ის ახალი და გენიალური ანიმაციური 5 წუთიანი რეკლამა “უკანასკნელი თამაში”